Home ახალი ამბები მსოფლიო „რევოლუცია“ ღირსების გარეშე. რას მიაღწია და რა დაკარგა უკრაინამ 2013 წლის 21...

„რევოლუცია“ ღირსების გარეშე. რას მიაღწია და რა დაკარგა უკრაინამ 2013 წლის 21 ნოემბრის შემდეგ

155

21 ნოემბერი უკრაინაში განსაკუთრებული დღეა. სწორედ ამ დღეს დაიწყო დაუვიწყარინარინჯისფერი რევოლუცია” _ მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა იუშჩენკოს მომხრეებისთვის და 2013 წლის 21 ნოემბერს კიევის მაიდანზე დაიწყო მოვლენები, რომლებსაც ეწოდაღირსების რევოლუცია” (უკრ. Революція гідності _ ..), _ წერს ukraina.ru.

იმ დღეს მაიდანზე შეკრებილი პერსონაჟები არ იძლეოდნენ ტრაგიკული წინათგრძნობის მიზეზს. რამდენიმე ადამიანმა თავი სწორედ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს დაამახსოვრა საზოგადოებას. ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, რომლებთან ერთადაც აკვირდებოდა მოვლენებს ukraina.ru-ს ჟურნალისტი სერგეი ზუევი, იმ დღეს ყველაზე მეტად ეს პერსონაჟები ჰგავდნენ ქალაქის გიჟებს, თანაც ხელფასიან გიჟებს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საფრთხე მათგან არ მოდიოდა. კულისებს მიღმა მოთამაშეებმა აამოქმედეს გადატრიალების მექანიზმი, მაგრამ იმ მომენტში ეს დამკვირვებელთაგან ცოტამ თუ გაიგო. პროტესტის ფორმალური მიზეზი იყო უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გაუქმება. ეს პატრიოტულად განწყობილი უკრაინელი საზოგადოების მიერ აღიქმებოდა, როგორც კურსის შეცვლა: ევროინტეგრაციის მაუწყებელი შუქურის ნაცვლად, გემმა „უკრაინამ“ თითქოს უფრო ნაცნობი ნავსაყუდელისკენ აიღო გეზი. ასე წარმოადგენდნენ, ასე აღიქვამდნენ „პროევროპელები“. სერგეი ზუევს საუბარი მოუწია საპროტესტო აქციის ბევრ მონაწილესთან, რომლებიც ჯერ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას მოითხოვდნენ, შემდეგ _ პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას. მიდიოდნენ მაიდანზე და იხსენებდნენ მუსტაფა ნაიემას (უკრაინელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი _ გ.გ.) რჩევას, თან წაეღოთ “ჩაი, ყავა და კარგი განწყობა”. ყველაფერი არც ისე სერიოზულად დაიწყო – „ქალაქის გიჟებით“, რომლებიც  ჯერ კიდევ „ნარინჯისფერ მაიდნიდან“ ახსოვდათ.

“მათ რომ შევხედე, გავიფიქრე: არა, არაფერი გამოუვათ, მაგრამ  ღიმილის მიზეზი დღითიდღე  სულ უფრო ნაკლები მქონდა. ორგანიზატორები ტყუილად არ ჭამდნენ პურს, მათ შეკრიბეს საპროტესტო არმია, შექმნეს შესაბამისი ატმოსფერო საზოგადოებაში. და ისინი, ვინც მიდიოდა მაიდანზე, მიდიოდნენ არა მხოლოდ დასავლეთ უკრაინიდან, არამედ როგორც ცენტრალური, ისე სამხრეთ რეგიონებიდან. „ხელისუფლებაში ყაჩაღები არიან, ისინი ნახმარი  ცოცხით უნდა გაიხვეტონ“, _ დარწმუნებით ამბობდა ჩემი ძველი ნაცნობი. ახლა ის იძულებულია, ბედნიერება სხვა ქვეყანაში ეძებოს, ევრომაიდნის შემდეგ უკრაინაში  მექრთამეების რაოდენობა არ შემცირებულა და სამუშაო არც ახლაა.

ბევრი სხვა ადამიანი, რომლებიც 2013-2014 წლებში ან მხარს უჭერდნენ საპროტესტო აქციებს, ან გარეშე დამკვირვებლების როლი აირჩიეს, იძულებული შეიქნა,  დაეტოვებინა ქვეყანა. ბევრი, ვინც წინააღმდეგი იყო და „პროევროპელიც“ კი,  მიხვდა, საით მიჰყავდათ ისინი _ მიჰყავდათ სასაკლაოზე, მაგრამ ეს გვიან გააცნობიერეს. პროპაგანდისა და აგიტაციის პროფესიონალების (ირონიის გარეშე) ანკესზე წამოეგნენ საშუალო ასაკის ადამიანები; ლაპარაკი აღარ არის ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე.  „მე, ისევე როგორც იმჟამინდელი სტუდენტების უმრავლესობას, მქონდა განცდა, რომ ვკარგავდით უფლებას, აგვერჩია მომავალი საკუთარი თავისა და ჩვენი ქვეყნისთვის”, _ ასე განმარტა აქციის მონაწილეთა მოტივები ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილე ვიტალი კუზმენკოვმა 2020 წლის 29 ნოემბერს “უკრაინსკაია პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიაში. ის იხსენებს მაიდანზე მომიტინგეთა კარვების ბანაკის დაშლის მცდელობას, რომელმაც მხოლოდ პროტესტის გამწვავება, მისი „რევოლუციად“ გარდაქმნა გამოიწვია. “რევოლუციის” ორგანიზატორები ახალ-ახალ მონაწილეებს იბირებდნენ, მიჰყავდათ ისინი კიევსა და სხვა ქალაქებში _ მსურველების ნაკლებობა არ იყო. შესაძლოა, იმ მიზეზით, რომ, როგორც ავტორი აღნიშნავს, „იანუკოვიჩმა მოახერხა, საკუთარი თავის წინააღმდეგ განეწყო საზოგადოების აბსოლუტურად განსხვავებული ჯგუფები“. ატმოსფერო შეიცვალა: თუ ნოემბერში მაიდანზე მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთი კარავი და მოხალისეთა საველე სამზარეულო იდგა, “დეკემბერში მაიდანს უკვე ჰქონდა სრულფასოვანი შიდა ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეეძლო, უზრუნველეყო ყველა მოთხოვნა”, _ წერს კუზმენკო. ეს მართლაც ასეა: კრიტიკული დამოკიდებულება იანუკოვიჩის რეჟიმის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი ბურჟუაზიული რეჟიმის მიმართ, როდესაც „ყველაფერი იყიდება და ყველაფერის ყიდვა შეიძლება“, ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ „ევროორიენტირებულთა“ შორის. ახლა ეს რეჟიმი ჰუმანურობისა და კანონიერების ნიმუშს ჰგავს იმასთან შედარებით, რომელიც მას მოჰყვა.

რუსეთთან კავშირების გაწყვეტის პროცესმა, რომელიც ევრომაიდნით დაიწყო, უკრაინა დიდად დააზარალა. ამის შესახებ უკრაინელმა პოეტმა დიმიტრი ბურაგომ  ინტერნეტარხ “ნეზავისიმიეზე” ილაპარაკა. იყო სხვაც: თუ თავდაპირველად ბევრს ეჭვი ეპარებოდა იმის სერიოზულობაში, რაც ხდებოდა, ბარიკადების აგების, ადმინისტრაციული შენობების შტურმისა და პირველი სისხლის დაღვრის შემდეგ ყველა ეჭვი გაქრა. როგორც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა იმხანად თქვა, „ახლა ბევრი სისხლი დაიღვრება”.

გიორგი გაჩეჩილაძე   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here