Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ერთი პედერასტის გამო რუსეთი ომს არ დაიწყებს!

გულბაათ რცხილაძე: ერთი პედერასტის გამო რუსეთი ომს არ დაიწყებს!

3174

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ მიიღო და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს პირით შემოუთვალა ე.წ. გზავნილები. 2017 წელს კი საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერ კვირიკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი ოროსანი ბავშვივით იდგა ფეხზე, ტრამპი კი იჯდა.  რატომ არ ღებულობს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა საქართველოს პირველ პირებს სათანადო დონეზე; რას ნიშნავს და რას მოიცავს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა; უნდა გვქონდეს თუ არა ამერიკის, როგორც მოკავშირის, იმედი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება: 

_ სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორ მხარეს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელსაც აქვს სტრატეგიული ხასიათი. არსებობს სტრატეგიული მეგობრობის სხვადასხვა მაგალითი. არის ინტერესთა ერთობა, დასახული მიზნების შეთანხმება ერთმანეთთან და ამ მიზნების ერთობლივად განხორციელება. დიდი სახელმწიფოების ლიდერობით ხდება კოალიციების შექმნა _ გრძელვადიანის თუ მოკლევადიანის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა ყოველთვის გრძელვადიანია. ამერიკას ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები, რომელთა ლიდერიც თვითონ არის. ამ ურთიერთობაშიც არის გრადაცია. ერთია, ამერიკა-დიდი ბრიტანეთის, ამერიკა-გერმანიისა და ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობა და არის კიდევ ურთიერთობა საქართველოს დონის ქვეყნებთან, რომელსაც უმატებენ წამახალისებელ სიტყვას _ სტრატეგიულს.

გვახსოვს, ოროსანი ბავშვივით როგორ იდგა საქართველოს პრემიერმინისტრი ტრამპთან შეხვედრისას და გვახსოვს, საერთოდ რომ არ შეხვდა ჩვენი ქვეყნის პრემიერ ბახტაძეს და სხვისი პირით შემოუთვალა სათქმელი. ეს პროტოკოლი ტრამპმა დანერგა, ჩვენი პრემიერივით სხვა ქვეყნის ლიდერებიც მდგარან, ამერიკის პრეზიდენტი მეორეხარისხოვან პარტნიორებს ექცევა ასე. ამერიკა ჩვენნაირ ქვეყნებს ქედმაღლურად უყურებს და მათი ელიტები ჯიბეში ჰყავს ჩასმული. აი, სამწუხაროდ, ასეთი პარალელი შეიძლება გავავლოთ ჩვენსა და ამერიკის პარტიორობასა და ბრიტანეთ-ამერიკის ან სხვა დიდი ქვეყნების პარტნიორობას შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალთან დაარღვია პროტოკოლი, ჯერ დააგვიანა, შემდეგ რაღაც უთხრა ისეთი, რაც მისაღები არ იყო და ბოლოს წინ დაუდგა ზურგით, მაგრამ ეს ტრამპის იმპროვიზაციაა. რაც საქართველოსთან ხდება, ვგულისხმობ, ერთი შეხედვით დამამცირებელ შეხვედრებს, ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, როდესაც ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას, ეს გახლდათ 2009 წელი და ამერიკის სახელმწიფო მინისტრი იყო კონდოლიზა რაისი. მაშინ ვთქვი, რომ ეს არ არის სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა-მეთქი, ამას ჰქვია სტრატეგიული პატრონყმობა.

ამერიკა არ ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს, საქართველო კი ემსახურება ამერიკას.

_ ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია, მეზობელი ქვეყანა რუსეთი კი _ ოკუპანტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი გავაგდეთ ქვეყნიდან და რუსეთმა სანქციები დაგვიწესა, გაირკვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის მთლიანად მიბმული ყოფილა მეზობლის ეკონომიკაზე…

_ ბუნებრივია, ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთზე. ეს ობიექტური მოცემულობაა, გამომდინარე მრავალსაუკუნოვანი ერთობლივი ისტორიიდან, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს. საქართველოსთვის გადამწყვეტია გეოგრაფიული მდებარეობა და რუსეთის ბაზრის მოცულობა, ასევე ალტერნატივის არარსებობა. ამერიკას საქართველოსთან არ აქვს სავაჭრო ურთიერთობა, მას მხოლოდ სატრანზიტო ინტერესები აქვს _ მხოლოდ პლაცდარმად ვჭირდებით. ის დაინტერესებული არ არის, ჩვენს ეკონომიკაში ჩადოს რესურსი და ამით წაახალისოს. ჩვენ ინვესტიციები მოგვდის რუსეთისგან, ის მსხვილი ინვესტორია. ინვესტორები არიან არასახელმწიფო რუსული კომპანიები, თუმცა სახელმწიფოს მონაწილეობით.

რუსეთში ქართული კულინარიის კულტია, უყვართ ჩვენი ფოლკლორი. არსად ისეთი გასაქანი არ აქვს ჩვენს კულტურას, როგორც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებული არიან ისტორიულად ისევ რუსეთის მეშვეობით. რომ არა რუსეთი, ჩვენ რა ურთიერთობა გვექნებოდა უკრაინასთან, ყაზახეთთან ან თუნდაც რუსოფობიით შეპყრობილ ბალტიიპირეთის ქვეყნებთან? ჩვენ ამ ხალხებთან რუსულ ენაზე ვსაუბრობთ.

საქართველოდან ევროპასა და ამერიკაში რაც გადის, იმ მცირე ნაწარმის მომხმარებელიც კი იმ ქვეყნებში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წასული მოსახლეობაა. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ეს ბუნებრივი მოცემულობაა.

_ რა დასკვნა უნდა გამოეტანა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას პუტინი-ტრამპის შეხვედრიდან? ორი ქვეყნის ლიდერი, რომლებსაც ერთმანეთი, ასე ვთქვათ, დიდად გულზე არ ეხატებათ, ერთმანეთს კეთილგანწყობით ხვდებიან…

_ საქართველოში ვინ რა უნდა გაითვალისწინოს? აქ დეგენერატების მთავრობაა, ზეიმობენ იმას, რომ რუსი დეპუტატი გავრილოვი გააგდეს და ამაზე ააგეს პროპაგანდა, რაღაც “გავრილოვის სია” შეადგინეს, “გავრილოვის ღამე” დაარქვეს, ქვეყანა აიგდეს აბუჩად. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ იცავს ვენის კონვენციას, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრები ტურისტები კი არა, ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ… ქვეყანა “მიშმაკაკების” ხელშია.

ვფიქრობ, აუცილებელია ამკრძალავი კანონების მიღება. არ შეიძლება, ადამიანი იქ გამოვიდეს, სადაც უნდა, გამართოს მიტინგი, ააქოთოს ქვეყანა და ილაპარაკოს, რაც მოესურვება.

დავუბრუნდები თქვენს შეკითხვას. ტრამპი გამოვიდა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელსაც ერქვა რუსეთის ჩარევა არჩევნებში. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, არ დამტკიცდა რუსეთის გუნდთან მისი კავშირი, ამიტომ ტრამპს მოეხსნა კომპლექსი პუტინთან შეხვედრისას. ორ ზესახელმწიფოს წინააღმდეგობები აქვს. ეს მარტივად ვერ გადაილახება, მაგრამ ორი სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთთან რომ ლაპარაკობენ, ეს უკვე დადებითი მოვლენაა მსოფლიოსთვის. საქართველო სახელმწიფო რომ იყოს, ამ მოვლენას დადებითად შეხედავდა და სწორად გამოიყენებდა იმ შედარებით რბილ პოლიტიკას, რომელიც ტრამპს აქვს რუსეთთან. ტრამპის რიტორიკა უხეშია, მაგრამ როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფეხქვეშ არ გაეგო და პრინციპულად მოიქცა, მასთან თანასწორად ისაუბრა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტსაც ასე შეხვდა. რუსეთსა და ამერიკას აქვთ პრობლემები, ისინი ვერ შეთანხმდებიან ირანის საკითხზე, თუკი ამერიკა არ შეცვლის თავის რიტორიკას, მაგრამ სხვა საკითხებში ითანამშრომლებენ და მიაღწევენ კონსესუსს.

_ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა: “მიგვაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მოუწოდებს რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის შეთანხმებას და წაიღოს უკან ამ რეგიონების ე.წ. აღიარება”. რუდმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ გატარებულ ზომებს უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეახსენა, რა სანქციები დაუწესა აშშ-მა სსრკ (რუსეთს) 1974-2018 წლებში… რუსეთის ასეთი აქტიურობა რაიმე საფრთხეს ხომ არ მოასწავებს?

_ საფრთხის წინაშე საქართველო სულ დგას, თანაც ამ საფრთხეს თვითონვე ვუქმნით ჩვენს ქვეყანას. რუსეთს მიაჩნია, რომ მის მოქალაქეებს აქ საფრთხე ემუქრებათ, მათ უყურეს იმ მძიმე კადრებს, რა დამართეს გავრილოვს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტისა და სხვა სანქციების გატარების შესახებ.

_ ეკონომიკურად ძალიან გაგვიჭირდება. ეს რომ ასე იქნება, სულ რამდენიმე დღეში შეიქნა შესამჩნევი. დაგვეხმარება ამერიკა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში?

_ არა, ამერიკა არ დაგვეხმარება, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, მით უმეტეს, როდესაც მთავრობაც არ არის მოწადინებული. სოფლის მეურნეობის მინისტრი დადის სოფლებში და კახელ გლეხებს ატყუებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას განაგრძობენ და ყველაფერი რიგზე იქნება. ეს ხალხს კი არ უნდა უთხრან, პარლამენეტში უნდა ილაპარაკონ და რუსოფობია უნდა შეაჩერონ, ამერიკის იმედად ვერ ვიქნებით.

მინისტრები არა მხოლოდ თავიანთ საქმეში არიან არაკომპეტენტურები, პოლიტიკაშიც ვერ ერკვევიან. მთავრობას ხალხის ეშინია, ჰგონია, რომ გამოვლენ და წალეკავენ თავის ლგბტ-ებიანად ყველაფერს, ამიტომ სჯობს, ხალხის გვერდით დადგნენ და თქვან სიმართლე.

_ ბატონო გულბაათ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ თავის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უშვერი სიტყვებით აგინა…

_ ვიცი, მოვისმინე… მოვისმინე და წავიკითხე ისიც, თუ რას ამბობს ხალხი და რას წერენ სოციალურ ქსელებში. ყველა მათგანის გასაგონად მინდა ვთქვა: გადამრევს ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობის დონე. გავრილოვი და რუსეთის ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ვენის კონვენცია იცავს, კინაღამ რომ ჩაქოლეს, იმაზე უფრო შეეძლო პუტინს ომის გამოცხადება, ვიდრე ვიღაც ქათმის შეგინებაზე. როგორ ეშინიათ თურმე ამ პუტინის… საღოლ, საღოლ, ვლადიმეროვიჩ!

კარგია, რომ საზოგადოება გამოვიდა გაბუნიას წინააღმდეგ, ხალხის პროტესტმა, შესაძლოა, დააბალანსოს ვითარება, თუმცა ერთი პედერასტის გამო რუსეთი ომს არ დაიწყებს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here