რატომ ვერ გაძლეს მონაწილეებმა, ანტი-სოციალურ ექსპერიმენტში?!

1394
ბრიტანულმა არხმა Channel 5-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება: ჩაეკეტა რამდენიმე მოხალისე კამერებში მარტო, ცივილიზაციის ყველა იმ ატრიბუტიკისგან შორს, რომლებსაც მიჩვეული ვართ მათ შორის მობილური, ინტერნეტი და სოციალური ქსელები. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მონაწილეებს ეგონათ.

ოთხ მოხალისეს 5 დღე უნდა გაეტარებინათ კამერებში სრულიად  მარტოს. მათ განკარგულებაში საჭმელი, ტუალეტი, საწოლი და კიდევ ერთი ნივთი იყო, რომელიც შეთავაზებული 3-დან უნდა აერჩიათ და ელექტრომოწყობილობას არ წარმოადგენდა.

ზოგიერთი მონაწილისთვის ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა: ერთ-ერთმა ექსპერიმენტის დაწყებიდან 4 საათში დატოვა კამერა. მეორემ დამარცხება 24 საათში აღიარა.

28 წლის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტმა შერმეინმა ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო, რათა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელია. მაგრამ სულ რამდენიმე საათში მოიწყინა, შემდეგ უეცრად ატირდა, რადგან თავი საშინლად მარტოსულად იგრძნო. მან მეუღლის წერილიც კი გახსნა, რომელიც ექსპერიმენტის წესის მიხედვით მხოლოდ 2 დღის შემდეგ უნდა წაეკითხა.

“პანიკაში ვარ, მეტი აღარ შემიძლია, უბრალოდ, სახლში მინდა დაბრუნება”, – განაცხადა შერმეინმა. გოგონამ ღილაკს დააჭირა. ეს ექსპერიმენტის დასრულებას ნიშნავდა.

“უბრალოდ, ისე ძალიანაც არ მომწონს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, როგორც აქამდე ვფიქრობდი”, – დაასკვნა შერმეინმა.

36 წლის მარტოხელა დედამ სახელად სარამ, გადაწყვიტა გამოეცადა, თუ რამდენად ძლიერია. მან მთელი 5 დღე გაძლო, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა: შესამჩნევად ნერვიულობდა, პანიკის შეტევები ჰქონდა, ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც შემოვიდა ოთახში, ნერვიულობის ნიადაგზე გულისრევა დაეწყო. ორგანიზატორები სერიოზულად შფოთავდნენ მის ჯანმრთელობაზე და ექსპერიმენტის დასრულებასაც ფიქრობდნენ. მაგრამ სარამ მოახერხა თავისი შიშების გადალახვა.

ბოგერმა ლუსიმ, რომელიც ოთახში მარტო ჩაკეტვას დასთანხმდა, ექსპერიმენტი ბოლომდე გაიარა. მას ხელოვნება შველოდა: თან სახატავი საშუალებები ჰქონდა.

ოთხიდან სამმა ექსპერიმენტი გაიარა,ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო მძიმე გამოცდილება, თუმცა ამან მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here