Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ უნდა ხელისუფლებას ნარკოტიკების აკრძალვა?!

რატომ არ უნდა ხელისუფლებას ნარკოტიკების აკრძალვა?!

706
პატრიარქი

როგორც იქნა, ხელისუფლებას ეყო გონიერება და უკან დაიხია”, _ ეს ფრაზა არაერთმა ექსპერტმა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელმა მას შემდეგ თქვა, რაც პატრიარქთან შეხვედრაზე მისულმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს პირობა მისცეს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონს პარლამენტიდან გაიწვევდნენ.

არადა, ანალოგიური პირობა პატრიარქს პირადად კობახიძემ მანამდეც მისცა, მაგრამ შემდეგ, როგორც ნაციონალებმა იცოდნენ, პატრიარქისგადაგდებაგადაწყვიტა და განაცხადა: არ გავიწვევთ, პირიქით, შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ ყველაფერსო. ეკლესიის მოტყუება არც მღვდელმთავრებმა აპატიეს კობახიძეს და არც ამომრჩეველმა _ არჩევნებზე, რომლისმოყომარებასაცსწორედ კობახიძე გვპირდებოდა პირველ ტურში, მმართველმა გუნდმა მწარე სილა იგემა. სწორედ არჩევნების შედეგების შემდეგ დაიჯერეს ხელისუფლებაში, რომ ქართველი ხალხი შეეგუება შიმშილს, გაჭირვებას, მაგრამ არ შეეგუება მომავალი თაობის გამოთაყვანების დაკანონებას, არ შეეგუება შვილების სიკვდილს. შესაბამისად, ხელისუფლებამ ხალხზე ზრუნვის გამო კი არ დაიხია უკან, არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიშმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, თუმცა

საპატრიარქოდან გამოსული კობახიძისა და გახარიას განცხადებები ყველაზე მეტად გულზე ნაციონალებს მოხვდათ და ერთი დღის შემდეგ პატრიარქს უკვე ვაშაძეები შეხვდნენ _ გრიგოლი და გიორგი. იქიდან გამოსულებმა, ხელისუფლების არ იყოს, ტყუილი იკადრეს, აქაოდა, პატრიარქს მახინჯი სისტემის დანგრევის ჩვენეული რეცეპტი აინტერესებდა და მუდმივად იმას გვეკითხებოდა: ამას როგორ აპირებთო. თავის მხრივ, ეკლესიამ ტყუილი არც ოპოზიციას აპატია და განაცხადა, რომ პატრიარქს ასეთი რამ არ უთქვამს. შედეგად, მრევლის ხმებისთვის გამართული ორდღიანი ბრძოლა ხელისუფლებამ მოიგო და ახლა საინტერესო ის არის, თვით მრევლი თუ მოინდომებს იმ არჩევნებზე მისვლას, რომელზეც ორი გაკოტრებული ძალა ერთმანეთს პრეზიდენტის არაფრისმთქმელი პოსტისთვის ეჭიდავება.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვგონია, რომ საპატრიარქომ უფრო ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. საქმე ისაა, რომ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში წარადგინა რეგულაციების პაკეტი, რომელშიც წერია, რომ ადამიანებს ეკრძალებათ ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით (ალბათ, სამასწავლებლოში შეიძლება)… რა გამოდის?! ნარკოტიკების მიღება კი არ იკრძალება, უბრალოდ, კარგად იფუთება; ანუ შსს აცხადებს: ჩვენ ნუ დავინახავთ, ისე კი რაც გინდათ, ის აკეთეთო. ნარკოტიკული თრობის ქვეშ (კანონის ენაზე), ანუ განგრეულ კაიფში (ხალხის ენაზე) მყოფი ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას რომ მივა, იქ, სადაც არასრულწლოვანები არიან, და დორბლი და დუჟი გადმოუვა პირიდან, პასუხს ვინ აგებს, მეზვრიშვილს ამაზე არაფერი უთქვამს.

არადა, სწორედ ახლა იყო იმის თქმის შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ძალოვანი უწყება, არ ეთანხმება საკანონმდებლო ორგანო და უნდა დაეწყოთ მუშაობა კანონის მართლა გამკაცრებაზე და არა იმ პაკეტის შეტანაზე, რომლითაც ნარკომანებს პირდაპირ მიუთითეს: ჩვენ ნუ დაგვენახვებით, თორემ ისე მწვანე შუქი გაქვთო. და მაინც, რატომ ეშინია ხელისუფლებას ნარკოტიკების აკრძალვის?! რატომ ეშინია ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების?!

სრული უფლება გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ მათ ამის კი არ ეშინიათ, უბრალოდ, არ სურთ, რადგან ნარკოტიკი დიდძალი ფულია. ის, რომ წინა მთავრობის პერიოდშიც და ახლაც ამბობენ, ნარკორეალიზატორებს მფარველები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ჰყავთო, როგორც ჩანს, რეალობას მოკლებული არ არის. სხვაგვარად ახსნა არ აქვს იმას, რაც ხდება. ქვეყნის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტი _ ეკლესია წინააღმდეგია, ამომრჩეველი რომ წინააღმდეგია, ამ არჩევნებზე გამოჩნდა, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტობს და შეფარვით მაინც ცდილობს, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ძალაში დატოვოს. არადა, მაგალითი იმისა, რომ სწორედ ნარკოტიკებმა შეიწირა თაობები, საქართველოს უახლეს ისტორიას არაერთი აქვს _ არაერთი ახალგაზრდა სწორედ ნარკოტიკების ლეგალიზების შემდეგ გარდაიცვალა ზედოზირებით. ნარკოტიკების გასაღებაზე სიკვდილით სჯიან არაერთ ქვეყანაში, მაგალითად, ირანსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოში. ჰოდა, ირანელი და არაბი მოქალაქეები აქ ჩამოდიან, აქ ყიდიან ნარკოტიკს და ყიდიან იმიტომ, რომ ზუსტად იციან, სიკვდილით არავინ დასჯის, არც დიდ სასჯელს მისცემენ და შემთხვევით თუ რომელიმემ სამუდამო პატიმრობას გამოჰკრა ხელი, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქვეა თავისი შეწყალების კომისიით და სამუდამო პატიმრობამისჯილიბარიგისშეწყალება როგორ უნდა, კი დაგვანახვა მარგველაშვილმა.

“ხელისუფლება ვერ გადაგვაგდებს… იმიტომ, რომ… თავის თავს ხომ არ გადააგდებს?!” _ თქვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და, როცა ამას ამბობდა, დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან მიღებულ სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა, მაგრამ შეცდა. შეცდა საპატრიარქოც, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუჯერა, მაგრამ ზედ არჩევნების წინ მოკლეფეხიანი ტყუილი საარჩევნო პროტესტად შემოაბრუნა ხალხმა.

“დამიჯერეთ, სიტყვაზე მენდეთ _ ხელისუფლებამ უბრალოდ დრო მოიგო, რადგან არჩევნებში დამარცხების ეშინია. ახლა, ეკლესიის მხარდაჭერით და იმ ხალხის შემობრუნებით, რომლებმაც არჩევნებზე, სალომეს კი არა, ნარკოტიკს უთხრეს არა, მეორე ტურს მოიგებს. მერე ახალი კანონპროექტი შევა საკანონმდებლო ორგანოში, ოღონდ ცოტა შეფარული, ცოტა დავარცხნილი და ამ კანონს 2019 წელს კბილებით გაიტანენ, ხალხს შეაგუებენ, ერთი წელი მშვიდად იქნებიან და 2020 წელს უკვე შეეცდებიან, ახალი რაღაც მოიფიქრონ, რათა პარლამენტში თბილი ადგილები შეინარჩუნონ. ხელისუფლებამ დროებით დაიხია უკან, ასე ვთქვათ, სტრატეგიული მანევრი განახორციელა, თუმცა კანაფის კულტივაციაზე საბოლოო უარი არ უთქვამს და ამას არჩევნების დასრულებისთანავე იგრძნობთ”, _ გვითხრა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

დაველოდოთ, რა მოხდება და რეალურია თუ არა ის, რომ მთავრობა ამ საკითხს დაუბრუნდება. ერთხელ გამოვლენილმა თავხედობამ (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ) ხელისუფლებას ალიყური აგემა; აი, მეორედ უკვე შეიძლება ისეთი მოხვდეს, ნოკაუტში აღმოჩნდეს და მერე (გა)დარჩენის შანსიც ნულს გაუტოლდება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. სხვათა შორის, “გირჩისლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოფიციალურად განაცხადა: დავმარცხდით, კანაფისთვის ბრძოლა საპატრიარქომ პირწმინდად მოგვიგოო. ესეც ხელისუფლების მინუსია, კაცი ხმამაღლა რომ ამბობს, ნარკოტიკები უნდა გაიყიდოს თავისუფლად და თავისუფლად უნდა მოვიხმარდეთო და არ იჭერენ. ხომ გამოჩნდა არჩევნებზე, რომგირჩისმხარდამჭერი და მარიხუანის მომხმარებელი საქართველოში არც ისე ბევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here