Home ახალი ამბები მსოფლიო რამზან კადიროვი: დღეს  მუსლიმანური სამყარო უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას

რამზან კადიროვი: დღეს  მუსლიმანური სამყარო უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას

ტელეგრამ-არხი „BRIEF“-ი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ  რამზან კადიროვის შეფასებას ავრცელებს: 

„ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებში წმინდა ყურანის დაწვის  აქციები ვითარებას მიიყვანს ისეთ წერტილამდე, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ასეთი დივერსიის მონაწილეთა და ორგანიზატორთა სრული დაუსჯელობა მუსლიმებს თვალსაჩინოდ  უჩვენებს ე.წ.  დემოკრატიული სახელმწიფოების ნამდვილ დამოკიდებულებას მათი უფლებების მიმართ… დღეს მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთისა და ევროპის აგრესიულ ათეისტურ კოლონიურ პოლიტიკას, რომელმაც თავისი ნამდვილი არსი უკრაინაში წარმოაჩინა. აქ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ჩვენ  ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, ვინც ხელყოფს ჩვენს წმინდა და ურყევ ღირებულებებს.

P.S. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის შვილმა ადამ კადიროვმა  სცემა  ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველ, რომელიც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში რუსეთის ფედერაციის  რწმუნებულ ტატიანა მოსკალკოვას აპარატში მიიღეს.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@rusbrief/146270

                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here