Home ახალი ამბები “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა

“რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა

947
“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით კაკაბაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა.

” მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ ”რადიო თავისუფლებისთვის” მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმება თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ.
იმედი მქონდა, ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა”, – განაცხადა კაკაბაძემ.

30 იანვარს  რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის აღნიშნულ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა.

დავით კაკაბაძის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

ამის შემდეგ  რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა. რომელშიც, მასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here