Home ახალი ამბები მსოფლიო რადამ მიიღო კანონპროექტი პოლონელებისთვის განსაკუთრებული გარანტიების შესახებ

რადამ მიიღო კანონპროექტი პოლონელებისთვის განსაკუთრებული გარანტიების შესახებ

102

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს უფლებებით ათანაბრებს უკრაინელებთან, _ განაცხადა რადის დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა.

კანონის დამტკიცების შემდეგ პოლონელებს შეეძლებათ, ნებართვის გარეშე იმუშაონ, გახდნენ საგადასახადო რეზიდენტები, მიიღონ განათლება, იმკურნალონ, პრეტენზია ჰქონდეთ სოციალურ დახმარებებზე.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ რადაში პოლონეთის მოქალაქეების განსაკუთრებულ სტატუსზე კანონპროექტის შეტანის შესახებ  პოლონეთის ლიდერმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

რადას დეპუტატ ოლგა სოვგირიას განცხადებით, სოციალური გარანტიების გარდა, მედმუშაკის ევროპული კვალიფიკაციის მქონე პოლონელები უკრაინის სახელმწიფო კლინიკებში იმუშავებენ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here