საინტერესოა, რომ „რუსულ კვალზე“ ამჯერად არავინ საუბრობს, ამასთანავე, დოკუმენტების მხოლოდ ნაწილია აღიარებული, როგორც ავთენტური, – იუწყება ტელეგრამ-არხი
„ДРОБНИЦКИЙ“.
The Wall Street Journal-ის სტატიის გაანალიზების შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენება სამი რამისთვის:
(1) დაარწმუნონ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზოგადოება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დღე-დღეზე დაიწყება; ამასთანავე, ვაშინგტონი გაღიზიანებულია იმით, რომ, უკვე ორი თვეა (სტატიაში ეს პერიოდი ორჯერ არის გამოკვეთილი), არაფერი მომხდარა. როგორც ჩანს, შესაბამისი განკარგულებები ვაშინგტონიდან მიიღეს;
(2) შეახსენონ ზოგიერთ მოკავშირეს, რომ მათ შესახებ ძია სემმა ყველაფერი იცის. განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის ხსენება. ამ ქვეყნების მთავრობებს არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ არ ღირს ძალიან დამოუკიდებელი თამაში;
(3) დაიწყონ საზოგადოებრივი აზრის შეგუება იმასთან, რომ არ უნდა დაიჯერონ ყველაფერი, რასაც „დემოკრატიული კიევის“ ოფიციალური პირები ამბობენ. შემთხვევითი არ არის, რომ „რუსული სპეცსამსახურების“ შესახებ კიევის მაღალჩინოსნების განცხადებების შემდეგ, რამდენიმე ციტატა დაუყოვნებლივ არის მოწოდებული ამერიკული სადაზვერვო საზოგადოების სანდო წყაროებიდან და თუნდაც (!) Billlingcat-იდან, რომლებშიც უარყოფილია მოსკოვის მონაწილეობა დოკუმენტების გაჟონვაში.
შესაძლოა, სკანდალი სხვა მნიშვნელოვან გარემოებაზეც მიუთითებდეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიურო და სამხედრო დაზვერვა განიხილავენ გაჟონვის ორ შესაძლო წყაროს: ჰაკერების შეღწევას (როგორც დამხმარე ვერსიას) და აშშ-ის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრის დამოუკიდებელ ქმედებებს (როგორც მთავარ ვერსიას), შესაძლოა, რამდენიმე თანამშრომლისაც კი. ამასთანავე, მოკავშირეთა სადაზვერვო სამსახურების გაჟონვაში შესაძლო მონაწილეობა გამორიცხული არ არის. ასეთ შემთხვევაში სკანდალი შეიძლება გახდეს ძალოვანი სტრუქტურების წმენდის ან პირველ ეტაპზე რამდენიმე თანამშრომელის საჩვენებლად დასჯის საფუძველი. როგორც ჩანს, ანტიკიევური განწყობები ვრცელდება აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაზეც ასე დეტალურად და ემოციურად საუბრობს ტელეარხ Fox News -ის პოლიტიკური მიმომხილველი ტაკერ კარლსონი თავის გადაცემებში. დაღლილობა ზელენსკისგან (არა პირადად მისგან, არამედ მისი, როგორც „დემოკრატიის წმინდანის“ იმიჯისაგან) და ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელმაც მსოფლიოს ბედი უკრაინულ ავანტიურაზე დადო, მეტისმეტად შესამჩნევი გახდა. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ასეთი განწყობები უნდა გაიწმინდოს. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ „უკრაინაში რუსეთთან წმინდა ომის“, მაშინ ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგი ხართ. ამისთვის კი, სულ ცოტა, უნდა გადადგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მრავალწლიანი პატიმრობა დაგემუქრებათ.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით მოწმენი ან სპეცსამსახურების რიგების წმენდის, ან სპეცსამსახურების თანამშრომლების აშკარა ბუნტისა ვაშინგტონის ლიბერალური ელიტების გამოაშკარავებით, მათ შორის ბაიდენის ოჯახის.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკანდალი, რომელიც ასე საგულდაგულოდ არის გაბერილი მსოფლიოში, უშედეგოდ დარჩება.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5527