Home ახალი ამბები ქუცნაშვილი: ვიცავთ ყველას, ძაღლის უფლებებით დაწყებული, გადამფრენი ფრინველებით დამთავრებული და ადამიანის მთავარ...

ქუცნაშვილი: ვიცავთ ყველას, ძაღლის უფლებებით დაწყებული, გადამფრენი ფრინველებით დამთავრებული და ადამიანის მთავარ უფლებას ღირსებას, ვერ ვიცავთ

1060
“ქართული ოცნების”დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, განაცხადა, რომ აგრესიას მოზარდებში ორი ფაქტორი იწვევს, სოციალური უთანასწორობა, რომელიც საბაზრო ეკონომიკითაა გამოწვეული და სოციალურ ქსელებში გამოვლენილი აგრესია.

ამის შესახებ დეპუტატმა გადეცემა ,,თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა.

,,21-ე საუკუნეში ვიცავთ ყველას, ძაღლის უფლებებით დაწყებული, გადამფრენი ფრინველებით დამთავრებული  და ადამიანის მთავარი უფლებას ღირსებას და პატივს ვერ ვიცავთ. რა თქმა უნდა აგრესიის ასპარეზი ფართოა და მოზარდებისგან ძალადობის გამოვლენის შემთხვევა სოციალურ ქსელში მიყენებულ შეურაცხყოფას მოსდევს ხოლმე. სოციალური ქსელებში სიძულვილის ენა და უხამსობა, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. როგორც ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნებზე აძლევენ ყველაფრის უფლებას თავს ისე ხდება სოციალურ ქსელშიც”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here