მთავარი ახალი ამბები ქართველი სნაიპერების ინფორმაციით, ისინი მაიდანზე სააკაშვილის ბრძანებით ესროდნენ ხალხს

ქართველი სნაიპერების ინფორმაციით, ისინი მაიდანზე სააკაშვილის ბრძანებით ესროდნენ ხალხს

1027
გააზიარეთ

ქართველმა სნაიპერმა, ალექსანდრე რევაზიშვილმა ადვოკატისთვის მიცემულ ჩვენებაში ის პირები დაასახელა, რომლებიც 2014 წელს კიევში მაიდანის მოვლენების დროს, ადამიანების მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

ადვოკატის ინფორმაციით, რევაზიშვილი ამბობს, რომ მაიდანის მოვლენების დროს „უკრაინის უმაღლესი რადას თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი პაშინსკი ავტომატიდან ისროდა. რადას დეპუტატი ვლადიმირ პარასიუკი „საიგადან“, მამამისი „სკს“ ტიპის იარაღიდან“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რევაზიშვილი მზად არის საკუთარი ჩვენება სასამართლოშიც დაადასტუროს.

მაიდანზე მომხდარი სისხლისღვრაში სააკაშვილის პირდაპირ ბრალეულობაზე, კიდევ ერთი ქართველი სამხედრო კობა ნერგაძე საუბრობს, რომელიც აცხადებს, რომ ის და სხვა სნაიპერები უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველმა მამუკა მამულაშვილმა მიიწვია.

მისი თქმით, მამულაშვილი დღეს „ქართული ლეგიონის“ მეთაურია, რომელიც უკრაინის ძალოვანების მხარეს იბრძვის. ნერგაძის ინფორმაციით, მისი ჯგუფისთვის 10 ათასი დოლარი გამოიყო, ხოლო დამატებით 50 ათას დოლარს მივლინებიდან დაბრუნების შემდგ ჰპირდებოდნენ.

2017 წლის დეკემბერში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატებმა, კიევში სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ 2014 წლის მაიდანის მოვლენებში ქართველი დაქირავებული სნაიპერები მონაწილეობდნენ.

ნოემბერში კი, უმაღლესი რადას დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მაიდანზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირი მიხიელ სააკაშვილს აქვს, რომელმაც ქვეყანაში სნაიპერები ჩამოიყვანა.

თავად სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

2014 წელს კიევში მაიდანზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალოვანებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად 106 ადამიანი დაიღუპა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here