Home ახალი ამბები საქართველო ქართველი ერის გადამრჩენი რუსეთი, „მოღალატე“ მეფე ერეკლე II და უმადური საქართველო

ქართველი ერის გადამრჩენი რუსეთი, „მოღალატე“ მეფე ერეკლე II და უმადური საქართველო

747

თქვენი მონა-მორჩილი იმ მცირერიცხოვან ჟურნალისტთა თუ პუბლიცისტთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც,  მიუხედავად დღეს მსოფლიოში მიმდინარე უკიდურესად დაძაბული და უაღრესად სახიფათო გეოპოლიტიკური მოვლენებისა, ვბედავთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, XX საუკუნის 20-იან წლებამდე ისტორიამ არ იცოდა.  უკრაინის პრეზიდენტ  ზელენსკის განცხადების შემდეგ,  რუსები უკრაინის მკვიდრი მცხოვრებნი არ არიანო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე  რამდენიმე თვით ადრე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში  მოკლედ მიმოიხილა უკრაინის ისტორია 1654 წლიდან  დღემდე, ანუ, როდესაც პოლონეთის კათოლიკურ სამეფოსთან მრავალწლიან ბრძოლებში დამარცხებულ, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მოსახლე მართლმადიდებელ უკრაინელ კაზაკთა გეტმან ბოგდან ხმელნიცკის თხოვნის საფუძველზე, უკრაინა ერთმორწმუნე რუსეთს შეუერთდა. ასე რომ, ე.წ. უკრაინის სახელმწიფოს შექმნა, მსოფლიო რევოლუციაზე მეოცნებე ბოლშევიკების, პირადად ვლადიმერ ლენინის ბრალია, თორემ 1654 წლიდან, 3 საუკუნის განმავლობაში, ერთ სახელმწიფოში, მართლაც ძმურად ცხოვრობდნენ ერთი ისტორიის, კულტურის, სარწმუნოებისა და გენეტიკის ერები.

უკრაინელები და რუსები დღესაც ძმურად იცხოვრებდნენ, რომ არა (ყველაფერს ილიჩს ნუ დავაბრალებთ)  მოღალატე ე.წ. გავლენის აგენტების – გორბაჩოვისა და ელცინის მიერ დიდი სტალინის აშენებული სსრკ-ის ვერაგული დანგრევა, რასაც ვლადიმერ პუტინმა სრულიად სამართლიანად და გადაუჭარბებლად XX საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა.  მსოფლიო ისტორიამ არ იცის სსრკ-ის მსგავსი,  ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო და, ალბათ, ამიტომაც განაცხადა ვლადიმერ პუტინმა  დანანებით: „ვისაც სსრკ-ის დაშლა გაუხარდა,  გული არ აქვს და ვისაც სსრკ-ის აღდგენა უნდა ძველის სახით – თავი“. თუმცა ვინ იცის, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, უკრაინაში რუსეთის  გამარჯვების შემდეგ, იქნებ არც ისეთი უტოპია აღმოჩნდეს სსრკ-ის აღდგენა, როგორც დღეს გვგონია. თუმცა ამაზე ქვემოთ, პირადად თქვენთვის განკუთვნილ ბოლოთქმაში…

 სიმართლის უშიშრად მთქმელთა სიმცირე  აშკარაა პოლიტიკურ პარტიებში.  საქართველოში არ არსებობს პრორუსული ორიენტაციის პარტია (რაც ნონსენსია, რადგან  წარსულში 2- საუკუნოვანი ერთად ცხოვრებაც რომ არა, დღეს რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და თუნდაც მხოლოდ ამიტომ თბილისში პრორუსული პარტიის  არსებობა  ლოგიკური და ლეგიტიმური უნდა იყოს), რომელიც თავის საარჩევნო დოქტრინასა თუ პროგრამაში უშიშრად ჩაწერდა, რომ, მიუხედავად რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ტკბილ-მწარე წარსულისა და აწმყოსი, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი  გზა ერთმორწმუნე რუსეთზე, რუსული და ქართული მართლმადიდებელი  ეკლესიების  ევქარისტულ ძმობაზე გადის. საქართველოში არიან პარტიები თუ მოძრაობები, რომლებიც  რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების  აუცილებლობაზე ხმამაღლა საუბრობენ და მათი წარმომადგენლები „აგრესორ“ რუსეთშიც სიამოვნებით დაბრძანდებიან, რისთვისაც მათ შინაური  პროდასავლური პარტიები თუ არასამთავრობოები მოღალატე კოლაბორაციონისტებს უწოდებენ და  ტყუილად შფოთავენ, რადგან ამ პრორუსული პარტიების გამბედაობის „ჭერი“ მაშინ მთავრდება, როცა მოსკოვიდან დაბრუნებულნი, რუსეთთან დაახლოების რიტორიკას ერთ ფრაზას დაუმატებენ: რუსეთთან ერთად ევროპა, აშშ და ნატოც გვინდაო,  რაც რუსეთში მათ „საქმიან ვიზიტებს“  მუქთა „პაეზდკების“ სურვილის ელფერს სძენს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმ სენტენციადქცეული გამონათქვამისა, როგორ უნდა გააფუჭო თაფლით სავსე  კასრი, ერთი კოვზი კუპრით.   ჩვენ ბაბაც გვინდა და ჩიჩიაც?  ეგრე სად არის, ძმაო?! უფრო ზუსტად, ეგრე აღარ არის. არადა,  რუსეთთან ერთად ცხოვრების 2 საუკუნის განმავლობაში ასე იყო _ რუსეთი თავის „კოლონია“ საქართველოს ბაბასაც უხვად აძლევდა და ჩიჩიასაც. საკუთრივ რიგითი რუსები კი მიწურებში ცხოვრობდნენ და თავი დამწნილებული კომბოსტოთი და მოხარშული კარტოფილით  გაჰქონდათ. ამ დროს რუსეთის „კოლონია“ საქართველოს მწვადების ოხშივარი ასდიოდა. ისტორიაში რუსეთის იმპერია ერთადერთი შემთხვევაა იმისა, რომ კოლონიზატორი ქვეყნის მოსახლეობაზე უკეთ  კოლონიების „ჩაგრული“ მოსახლეობა ცხოვრობდა.

შესადარებლად: ზენიტში მყოფ ბრიტანეთის იმპერიაში, რომლის ტერიტორია ისე დიდი იყო, რომ  მზე არ ჩადიოდა,  ბიუჯეტის 40 % კოლონიების ძარცვით ივსებოდა. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ აფრიკელების მონებად ყიდვა-გაყიდვის ბიზნესიც ანგლოსაქსების ექსკლუზივია _ საუკუნეთა განმავლობაში ბრიტანელებმა ახალაღმოჩენილ ამერიკაში 2 მილიონი „ბიძია თომა“ ჩაიყვანეს. ორი მაგდენი აფრიკიდან ამერიკაში მიმავალი გემების ზანგებით გატენილ ტრიუმებში დაიხოცა და ცინიზმის მწვერვალი _ „სახელოვანი“ წინაპარების  შთამომავალი ანგლოსაქსები ახლა არამხოლოდ ლექციებს გვიკითხავენ დემოკრატიაზე, არამედ დღეს სიტყვა ზანგის გამოყენება  ისჯება _ ზანგი კი არა, აფროამერიკელი – ასე უნდა მოიხსენიო „ბიძია თომას“ შთამომავალნი ოკეანის გაღმა-გამოღმა, ხოლო ჰარიეტ ბიჩერ სტოუსა და მარკ ტვენის შედევრებით კოცონები უნდა ააგიზგიზო ისე, როგორც გერმანელი ფაშისტები წვავდნენ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. ვიმედოვნებ,  მკითხველი მომიტევებს ამ არცთუ მცირე ლირიკულ გადახვევას, თუმცა  რა მაქვს საპატიებელი?! ეს გადახვევა, მოიტანა სიტყვამ, რომლის მიზანია ის, რომ რაღაც-რაღაცები ერთმანეთს შევადაროთ და შედარების საფუძველზე სწორი დასკვნები გავაკეთოთ. პირველ რიგში, იმ მიმართულებით, რა უნდა რუსეთს უკრაინაში და სად უნდა იყოს საქართველოს ადგილი მსოფლიოს ახალ წესრიგში, ეს საკითხი აუცილებლად დადგება უკრაინის მიწაზე მართლმადიდებელ რუსეთთან  სატანისტი ანგლოსაქსების  დამარცხების შემდეგ.

ახლა კი  რუსეთის მიმართ საქართველოს კიდევ ერთი უმადურობის შესახებ:

სიკეთის გარდა, რა თქმა უნდა, ავიც ბევრი გვახსოვს რუსეთის იმპერიაში ცხოვრების პერიოდში, მაგრამ მხოლოდ ავზე საუბარი და  მეფე ერეკლე II-ის მოღალატედ გამოცხადება  (აქაოდა, გიორგიევსკის ტრაქტატით მეფე ერეკლემსაქართველო რუსეთს ჩააბარაო), თანაც ვისგან, მართლა მოღალატე, ნაძირალა, ყოველივე ქართულისა და ეკლესიის მოძულე ლევან ბერძენიშვილისგან, მეტისმეტია.

მეფე ერეკლეს პატარა კახი  სიდაბლის გამო (სინამდვილეში საშუალო სიმაღლის ჩაფსკვნილი კაცი ყოფილა) კი არ შეარქვეს, არამედ იმიტომ, რომ საბრძოლო ნათლობა 15 წლისას მიუღია, როდესაც 1735 წლის ზაფხულში,  ჯერ კიდევ უფლისწულმა, თავისი დაცვითა და სახელდახელოდ შეკრებილი მცირე რაზმით, ნეიშნის ველზე (ქიზიყი) პირწმინდად გაანადგურა მოულოდნელად შემოჭრილი დაღესტნელი ლეკების მრავალრიცხოვანი ჯარი.  მას შემდეგ  60 წლის განმავლობაში ქარქაშში ხმალი არ ჩაუგია და ბალიშის ნაცვლად უნაგირზე ედო თავი. ქართლ-კახეთის მეფის ყველაზე დიდი ნატვრა ოსმალეთის მიერ წართმეული მესხეთ-ჯავახეთის დაბრუნება იყო. რუსეთს იმდენი არავისთან უომია, რამდენიც ოსმალეთის იმპერიასთან. ისტორიამ 1568 -დან  1914-18  წლებამდე, ანუ პირველ მსოფლიო ომამდე, რუსეთ-ოსმალეთის 12 ომი იცის, რომლებშიც რუსებმა  11-ჯერ დაამარცხეს თურქები. ერთადერთი შედარებით მსუბუქი მარცხი 1853-56 წლების ყირიმის ომში იწვნია. ისიც მხოლოდ ოსმალეთთან კი არა, საფრანგეთ-ბრიტანეთის ანგლოსაქსების კოალიციასთან. ამ ომებიდან  საქართველომ ორში იხეირა. პირველად -1768-74  წლების ომში, რომელიც ქუჩუკ-კაინარჯის ზავით დამთავრდა. ამ ომში საქართველო არ მონაწილეობდა, მაგრამ ერთმორწმუნე რუსეთმა საქართველოს მიუძღვნა  საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი, რომელშიც ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ ამიერიდან  „სამუდამოდ“ იღებდა ხელს  იმერეთისგან  ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც – იმერეთის ციხეებს (ბაღდათიშორაპანიქუთაისი), რომლებიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად აღიარებდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს, ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

და მეორედ  – 1877-78 წლებში, როცა რუსებისა და ქართველების  გაერთიანებულმა არმიამ  დედასამშობლოს დაუბრუნა აჭარა და მესხეთ-ჯავახეთი.

მხოლოდ ამ ორი ფაქტის გამო ეკუთვნის ჩვენგან რუსეთს საუკუნო მადლობა.

1783 წელს გრაფმა პოტიომკინმა ყირიმელ თათრებს წაართვა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი ყირიმი. ამ გამარჯვებით რუსეთის ფლოტი ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდა შავ ზღვაზე, სადაც იმავე პოტიომკინმა ააშენა ქალაქი ციხესიმაგრე სევასტოპოლი, რომელიც დღესაც რუსეთის ფლოტის ძლიერების სიმბოლო და მთავარი სამხედრო ბაზაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე  ომის ფონზე კითხვის დასმა – ვისია მხოლოდ ყირიმი კი არა, მთელი უკრაინა? – ვფიქრობ, სისულელეა…

დავით მხეიძე                                                                                 

P.S. ახლა კი ვლადიმერ პუტინისთვის ზემოთ დაპირებული ბოლოთქმა:

ბატონო პრეზიდენტო! ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამას წინათ განაცხადა, რომ  უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ნატოს დამარცხებას ნიშნავს (შენს პირს შაქარი, ასეც იქნება – დ.მ.). იდიოტმა ჟოზეფ ბორელმა კი  დასძინა, ვლადიმერ პუტინმა ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყოო. ნათქვამია, ერთი ჭკვიანური რამ სულელსაც დასცდებაო და ბორელის ნათქვამი სწორედ ეს შემთხვევაა, ორივე ხელით ვეთანხმები მას… ტრადიციული ღირებულებების სამყარო, პირველ რიგში,  სწორედ ამ კუთხით უყურებს თქვენს  ქმედებებს და იმედით უსმენს იუმორით ნათქვამ  თქვენს  სიტყვებს, რომლებიც ხშირად ფრთიან ფრაზებად იქცევა ხოლმე. მაგალითად, „რა საჭიროა ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება?“  არც მე მინდა ასეთი მსოფლიო, რადგან, თუ არ იქნება რუსეთი – არ იქნება მართლმადიდებლობა, არ იქნება მართლმადიდებლობა – არ იქნება საქართველო. თამამად შეიძლება  ითქვას, რომ თქვენ ხელთათმანი ესროლეთ ნეოლიბერალურ სამყაროს, პასუხად კი ყველა ერთის წინააღმდეგ მიიღეთ. ანუ, მთელი მსოფლიო ლგბტ ფაშისტების ცისარტყელის ბაირაღით ხელში თქვენ (რუსეთს) გებრძვის „მალოროსიის“ ტერიტორიაზე, ანუ სატანა (აშშ) ებრძვის უფალს (რუსეთი). ისე, სატანა შინ, წითელ მოედანზე გისვენიათ.

რუსული ტოკ-შოუები, როგორც წესი, დიდი სტალინის პერიოდის უკვდავი ფრაზით მთავრდება ხოლმე:  „Наше дело правое, враг будет розбит, победа будет за нами!“  სტალინს  დიდ პატივს  რომ  სცემთ,  ჩვენშიც და ოკეანის გაღმა-გამოღმა, დიდი ხანია, საიდუმლო აღარ არის.  გეყოთ ვაჟკაცობა, ჩაატარეთ რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით, დარწმუნებული ვარ, დიდი სტალინის რეაბილიტაცია მოხდება,  სატანას კი მიწას მიაბარებთ. ბოლოს და  ბოლოს, ქრისტიანული წესიც ამას მოითხოვს და ილიჩის სურვილიც ეს იყო.

დ.მ.                                                                                                          

1 COMMENT

  1. რუსეთ-ოსმალეთის ომებიდან მხოლოდ ორით როდი ისარგებლა ჩვენმა ქვეყანამ არამედ მესამედაც 1828-1829წ.წ.როდესაც რუსებმა ქართულ რაზმებთან ერთად დაამხო კავკასიაში თურქთა ბასტიონად ქცეული ახალციხის საფაშო და მესხეთ-ჯავახეთი სწორედ მაშინ დაუბრუნდა დედესამშობლოს. ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს რომ არა სიონისტი-მასონების ზურგში დარტყმა რუსეთისთვის სწორედ მაგ სატანა “ილიჩის” მეშვეობით რუსეთი ლაზეთის მიწებსაც დაგვიბრუნდება. დიდი მადლობა თქვენი ღრმად ერუდირებული სტატიებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here