Home ახალი ამბები „მითხრეს ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო“

„მითხრეს ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო“

4346

მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემა „რეაქციაში” ნარკომანიაზე საუბრობს.

 ქარსელაძე ბავშვობის ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა უნდა მოხდეს.

 

„8 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე სიტყვა ნარკომანი რას ნიშნავს. ჩემი კლასელი მოვიდა და მითხრა, რომ მამაშენი ნარკომანიაო. შემდეგ იყო მამას დაჭერა. დილის გადაცემა დაიწყო ირმა ნადირაშვილმა მონოტონურად – არასდროს დამავიწყდება დღემდე ჩამესმის ყურში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებული თეკუჩა ქარსელაძე გახლავთ ცნობილი მომღერლის ნინი ქარსელაძის მამა. მეორე დღეს როდესაც სკოლაში მივედი, მაშინ ვიყავი 13 წლის და არ დამავიწყდება ასობით ჩემკენ გამოშვერილი თითი – ეს ნამდვილად იმის შვილია! შემდეგ იყო ბიჭი, რომელიც მომწონდა და მისმა ოჯახმა პირდაპირ მითხრა – ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო! ამის შემდეგ იყო 9 წელი ციხის კართან ყოფნა. ამ ადამიანებს ვერ ავუხსნი რა ტკივილი გავიარე. არ მიდა ჩემი დის თაობამ იცოდეს სიტყვა „ნარკანი” რას ნიშნავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკომანი იგივე ჩემთვის ავადმყოფი, ჭირდებათ ჩვენი და სახელმწიფოს გვერდში დგომა. სარეაბილიტაციო ცენტრები ჭირდებათ. თუ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია გულისხმობს იმას, რომ ნარკომანებს არ დაიჭერენ უმკურნალებენ, ხოლო კანონი გამკაცრდება გამსაღებლებისთვის, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერ. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის გვერდით ვიქნები ყოველთვის. ამ ყველაფერის მიუხედავად ვარ ბედნიერი, რომ მამაჩემი არის თეკუჩა ქარსელაძე”, – განაცხადა ქარსელაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here