ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გამთენიისას ტერორისტები თავს მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიას დაესხნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულია ორი და დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.
მედიის ცნობით, თავდასხმაში სულ ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, მათგან ორმხრივ სროლებში სამი დაიღუპა, ხოლო ერთი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა” აიღო.