Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა სპეცოპერაციის დაწყების მიზეზები განმარტა: ჩვენ უბრალოდ შეცდომაში შევყავდით, გვატყუებდნენ

პუტინმა სპეცოპერაციის დაწყების მიზეზები განმარტა: ჩვენ უბრალოდ შეცდომაში შევყავდით, გვატყუებდნენ

მისი თქმით, რუსულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო

173
პუტინმა სპეცოპერაციის დაწყების მიზეზები განმარტა: ჩვენ უბრალოდ შეცდომაში შევყავდით, გვატყუებდნენ

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში გამოსვლისას უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, რუსული მხარე დიდი ხნის მანძილზე ითმენდა, მაგრამ ის მოატყუეს.

– ჩვენ დიდხანს ვითმენდით, ვცადეთ მოლაპარაკება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ უბრალოდ შეცდომაში შევყავდით, გვატყუებდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. მაგრამ მოწინააღმდეგე ემზადებოდა კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასატანად. ჩვენთვის აღარაფერი დაგვრჩენოდა. სახელმწიფო ძალაუფლების პირველადი წყარო სახელმწიფო გადატრიალებაა, ეს არ უნდა დავივიწყოთ, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ლიდერი დღეს პეტერბურგში იმყოფება. იქ პუტინმა ყვავილებით შეამკო ძმური სასაფლაო და მონუმენტი „დედა-სამშობლო“. პოლიტიკოსს ასევე ჰქონდა შეხვედრები დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან და რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე ბეგლოვთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here