Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა განაცხადა, რომ აშშ იყენებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად

პუტინმა განაცხადა, რომ აშშ იყენებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად

82
პუტინმა განაცხადა, რომ აშშ იყენებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იყენებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლოველად.

პუტინის თქმით, უკრაინამ ფაქტობრივად დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ კონტროლდება შეერთებული შტატებიდან.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევს იყენებს როგორც რუსეთის, მოკავშირე სახელმწიფოს, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და, მთლიანად, დსთ-ს წინააღმდეგ.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე უზრუნველყოს კიევის „მაქსიმალურად ძლიერი“ პოზიცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here