Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: სტალინგრადი სამუდამოდ იქცა ჩვენი ხალხის უძლეველობის სიმბოლოდ

პუტინი: სტალინგრადი სამუდამოდ იქცა ჩვენი ხალხის უძლეველობის სიმბოლოდ

202

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  სიტყვით გამოსვლისას ეს თარიღი მოქალაქეებს მიულოცა, _ წერს vz.ru.

„ზუსტად 80 წლის წინათ აქ, სტალინგრადის მიწაზე, ვოლგის ნაპირზე, შეაჩერეს და უკუაქციეს საძულველი, სასტიკი მტერი. ამით დასრულდა ხანგრძლივი, მძიმე, გააფთრებული ბრძოლა სტალინგრადისთვის“, _ ვლადიმერ პუტინის ამ ფრაზას რფ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ ქალაქისთვის _ სასწორზე იდო გატანჯული, მაგრამ დაუმორჩილებელი ქვეყნის არსებობა. ამ ბრძოლაზე იყო დამოკიდებული არა მხოლოდ დიდი სამამულო ომის, არამედ მთლიანად მეორე მსოფლიო ომის შედეგი. ამას გრძნობდა, აცნობიერებდა თითოეული ადამიანი როგორც სანგრებში, ასევე ზურგში. ჩვენ, როგორც არაერთხელ მომხდარა ჩვენს ისტორიაში, გავერთიანდით გადამწყვეტ ბრძოლაში და გავიმარჯვეთ“, _ განაცხადა პრეზიდენტმა. “სტალინგრადის ბრძოლა სამართლიანად შევიდა ისტორიაში, როგორც გარდამტეხი მომენტი დიდ სამამულო ომში. ვერმახტისა და მისი სატელიტების დიდი დაჯგუფების განადგურებასთან ერთად განადგურდა მთელი ჰიტლერული კოალიციის _ ნაცისტური გერმანიის ევროპელი ვასალებისა და დამქაშების _ ნება. სტალინგრადთან კი მათგან ბევრი იბრძოდა, პრაქტიკულად, ყველა დაპყრობილი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები. მათ ციებცხელებიანებივით დაიწყეს გასაქცევი გზების ძებნა, პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მცდელობა  და ყველაფრის გადაბრალება ყოფილი უფროსებისთვის. საბოლოოდ, ყველასთვის სრულიად ნათელი გახდა ის, რაც საბჭოთა ხალხმა თავიდანვე იცოდა: ნაცისტთა გეგმები ჩვენი ქვეყნის განადგურებისა და მსოფლიოზე გაბატონების შესახებ მარცხისთვის არის განწირული“, _ განაცხადა  სახელმწიფოს მეთაურმა. მან აღნიშნა, რომ 200 დღის განმავლობაში სტალინგრადის მახლობლად, ნანგრევებად ქცეული ლეგენდარული ქალაქის ქუჩებში, ორი არმია იბრძოდა გააფთრებით და გაიმარჯვა იმ არმიამ, რომელიც სულით ძლიერი აღმოჩნდა,. ჩვენი მებრძოლებისა და მეთაურების გააფთრებული, ზოგჯერ არაადამიანური წინააღმდეგობის გაცნობიერება და ახსნა შეიძლებოდა მხოლოდ სამშობლოსადმი ერთგულებით, მტკიცე, აბსოლუტური რწმენით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა. სამშობლოსთვის, სიმართლისთვის თავდადება, შეუძლებლის გაკეთება იყო და არის ჩვენი მრავალეროვანი ხალხის სისხლში, ხასიათში. სწორედ ამან დაამარცხა ნაციზმი, _ აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, სტალინგრადი სამუდამოდ იქცა რუსი ხალხის უძლეველობის სიმბოლოდ, სიცოცხლის ძალად: “ეს ქალაქი, მისი შემოგარენი, სოფლები მთელმა ქვეყანამ ნულიდან აღადგინა, რადგან 1943 წლის თებერვლისთვის აქ, პრაქტიკულად, არც ერთი ხე, არც ერთი შენობა არ დარჩენილა“. “სტალინგრადის დამცველებისა და მცხოვრებლების განსაკუთრებული გამძლეობა და თავგანწირვა, როგორც მაშინ, ისე ახლა, სულის შემძვრელია და იწვევს გულწრფელი მადლიერებისა და პატივისცემის განცდას. ჩვენი მორალური მოვალეობა _ უწინარესად, გამარჯვებული ჯარისკაცების მიმართ _ არის ის, რომ გავუფრთხილდეთ და სრულად შევინარჩუნოთ ამ გმირობის შესახებ ხსოვნა, გადავცეთ ის მომავალ თაობებს და არავის მივცეთ საშუალება, დააკნინოს, დაამახინჯოს სტალინგრადის ბრძოლის როლი ნაციზმზე გამარჯვებაში, ამ საშინელი ბოროტებისგან მთელი მსოფლიოს გათავისუფლებაში“, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ    

https://vz.ru/news/2023/2/2/1197678.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here