Home ახალი ამბები მსოფლიო პროექტი “უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია” დასასრულს მიუახლოვდა

პროექტი “უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია” დასასრულს მიუახლოვდა

913

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, რომელიც კიევში, ვლადიმირის ტაძარში, გაიმართა პატრიარქ ფილარეტის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, დენონსაცია მოახდინა ე.წ. ტომოსისა ავტოკეფალიის შესახებ. 

“2019 წლის 6 იანვარს კონსტანტინოპოლში კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემა არ შეესაბამება ავტოკეფალიური ეკლესიების წესდებას, რადგან უკრაინის ეკლესიას დამოკიდებულს ხდის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე”, _ აღნიშნულია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრების დადგენილებაში. ფილარეტის მიერ მოწვეულმა კრებამ ოფიციალურად გააუქმა არქიერეული კრების (ეპისკოპოსთა კრების) 2018 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ. “ეს იყო არა ადგილობრივი ეკლესიის, არამედ არქიერების, ერთი მღვდლისა და მრევლის ორი წარმომადგენლის ხელმოწერების კრება. კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მოთხოვნით”, _ აღნიშნულია კრების დადგენილებაში.

მარტივად რომ ვთქვათ, ფილარეტმა ამბოხი მოაწყო და პოროშენკო ტომასით და მასთან ერთად ბართოლომეოსი, ასე ვთქვათ, შორს გაგზავნა. ეს უკვე რელიგიური განხეთქილების ფინალია.

ყველაფერი დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში, როცა პარტრიარქმა ფილარეტმა ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი ეპიფანე და პრეზიდენტი პოროშენკო გააკრიტიკა. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაურმა მოატყუა: დაჰპირდა, რომ ეპიფანე იქნებოდა უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე, უკრაინაში კი მმართველი იქნებოდა ფილარეტი.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ ფილარეტმა პოროშენკოს “დოლარის მსახური” უწოდა. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მწვავე რეაქცია ჰქონდა ფილარეტის კრებაზე. “ე.წ. კრების გადაწყვეტილება არაფრისმთქმელია და არაკანონიკურია”, _ ნათქვამია ეპიფანეს განცხადებაში. ეს არის დასასრული პროექტისა “უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here