შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მარცხდებიან, რაც იწვევს მსოფლიოში გლობალურ ცვლილებებს და ურთიერთობების მრავალპოლარულ სისტემაზე გადასვლას. ამ დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბრაზილიელი პოლიტოლოგი, გეოპოლიტიკური პროცესების ექსპერტი პეპე ესკობარი. მრავალპოლარულობის გლობალური კონფერენციის მსვლელობისას მან დეტალურად ისაუბრა „დიდი გადატვირთვის“ პროექტის კრახის შესახებ და ასევე განმარტა, თუ რატომ არ წარიმართა ვითარება მსოფლიოში დასავლეთის სცენარის მიხედვით.
პეპე ესკობარმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები აქტიურად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საკუთარი წესებისა და რეგულაციების დამკვიდრებას. ამისთვის ხორციელდება მასშტაბური საერთაშორისო პროექტები, რომელთა დახმარებით აშშ და ევროკავშირი ცდილობენ შეინარჩუნონ ჰეგემონიაზე დამყარებული ძველი მსოფლიო წესრიგი.
„მათი ამოცანაა დათრგუნონ ყოველგვარი განსხვავებული აზრი და დააწესონ გაუქმების კულტურა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ძალზე ორაზროვანი პროექტის გულისთვის, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც „დავოსის პროექტი“, „დიდი გადატვირთვა“ ან ნებისმიერი სხვა ნარატივი, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოგვახვიონ“, – განმარტა ექსპერტმა.
რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია და მრავალი სხვა ქვეყანა ეწინააღმდეგება მსგავს პროცესებს და გადადიან საერთაშორისო ურთიერთობების მრავალპოლარულ სტრუქტურაზე. ისეთი პროექტები, როგორიცაა „დიდი გადატვირთვა“, რომელიც მიზნად ისახავს დოლარის ჰეგემონიის აღდგენას, თანდათანობით ჩერდება. აშშ-სა და ევროკავშირს არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უარი თქვან აშშ-ის ვალუტის გამოყენებაზე. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში ვითარება არ წარიმართა დასავლეთის სცენარის მიხედვით.
„მოდით განვსაზღვროთ, რომ ამ კონფერენციაზე ჩვენ სწორედ ასეთ ქვაკუთხედს ვდებთ, ნამდვილად გლობალურს. ახლა ეს ჩვენი მოვალეობაა და დადგა გადამწყვეტი დარტყმის დრო“, – შეაჯამა პეპე ესკობარმა.