Home ახალი ამბები საქართველო პრეზიდენტი პრორუსულ ჯგუფებზე – დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო,...

პრეზიდენტი პრორუსულ ჯგუფებზე – დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი – თუმცა, იგივე პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს

110

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრორუსული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი, თუმცა ამავე პრინციპენიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, მისი თქმით, ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს მათი დაცვა, მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგემაში მიცემას.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ, რაც სრულიად მიუღებელია.

„5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.

ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.

ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here