უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესახებ ცარიელი დაპირებები უნდა დასრულდეს. ტელეგრამ -არხი „Резидент“-ი წერს, რომ მან გენერალური მდივნისგან ნატოში დაუყოვნებლივი ინტეგრაცია მოითხოვა.
„თუ გავითვალისწინებთ შვედეთისა და ფინეთის გზას, ჩვენ კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების ნაცვლად შემოგვთავაზეს, ლაპარაკი დავიწყოთ ალიანსში უკრაინის შესვლის საკითხზე. გვთავაზობენ მორიგი უაზრო სტრუქტურის – უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნას, რომლის სტატუსიც არსად არის ასახული და მორიგი ცარიელი ინიციატივაა“, – განაცხადა პოროშენკომ.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://uk.tgstat.com/channel/@rezident_ua/17991