Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი უკრაინის მისაკუთრებას ცდილობს

პოლონეთი უკრაინის მისაკუთრებას ცდილობს

პოლიტოლოგმა ანდრეი სუზდალცევმა ukraina.ru განუცხადა, რომ პოლონური ბიზნესი ახლა მასობრივად ყიდულობს უკრაინაში მიწებს, ქარხნებსა და სასოფლოსამეურნეო პროდუქციას, პოლონეთის ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ მიიღო შანსი, სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში მეზობელი ქვეყანა

“პოლონელები, ხაზს ვუსვამ, პოლონელები, უკრაინაში ყველაფრის ხელში ჩაგდებას ცდილობენ: ყიდულობენ მიწებს, ჯერ კიდევ გადარჩენილ ქარხნებს, რომლებიც კიევს საჩქაროდ გადააქვს აღმოსავლეთიდან დასავლეთ რაიონებში, ყიდულობენ მარცვლეულს 50%-იანი ფასდაკლებით, რომელსაც შემდეგ 3-ჯერ ძვირად ყიდიან ევროპაში”, _ განაცხადა სუზდალცევმა.

მისი თქმით, პოლონელები ყოველთვის ყმებად მიიჩნევდნენ უკრაინელებს, ახლა კი მეზობელი ქვეყნის ხელში ჩაგდების შანსი გაუჩნდათ”, თანაცუკრაინა ფეხებში ჩაუვარდა თავის პანებს”.

სუზდალცევმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ “ყველა ფინანსური ნაკადი, რომლებსაც დასავლეთი გზავნის უკრაინაში, ძირითადად, პოლონური ბანკებისა და ფონდების გავლით მიდის. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ ზამთარში გაიტანა თავისი ოქროს მარაგი პოლონეთში. უკრაინის გაძარცვაზე კურსი აიღეს არა მიმდინარე წლის თებერვალში, არამედ ამისკენ კიევი მიზანმიმართულად მიდიოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში”.

სუზდალცევის აზრით, ომი უკრაინის ხელისუფლების შეგნებული პროვოკაცია იყო, რადგან მასში ხედავდა “ცარიელი ხაზინის შევსების ერთადერთ შანსს!”

ლუკა მაისურაძე

https://ukraina.ru/20220830/1038249455.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here