Home ახალი ამბები მსოფლიო Politico: მაკრონი და შოლცი რუსეთის გამო საიდუმლო ომს აწარმოებენ პოლონეთსა და ბალტიისპირეთთან

Politico: მაკრონი და შოლცი რუსეთის გამო საიდუმლო ომს აწარმოებენ პოლონეთსა და ბალტიისპირეთთან

159

გამოცემა Politicoში გამოქვეყნებულ სტატიაში მუტჯაბა რაჰმანი წერს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები _ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ევროკავშირშიქორებისწინააღმდეგობას წააწყდნენ. “უთანხმოება ეხება უკრაინის კრიზისის რეგულირებას”, _ იუწყება topnews.ru.

ჟურნალისტის აზრით, ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს საიდუმლო ბრძოლა რუსეთის მიმართ პოზიციის გამო. რაჰმანი ხაზს უსვამს, რომ მაკრონი და შოლცი ევროპის ბევრ ქვეყანას უმალავენ თავიანთ პოზიციას უკრაინაში დიპლომატიური გზით მშვიდობის დამყარების შესახებ.

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მიმდინარეობსბაგირის ჩუმი გადაქაჩვა”, ერთი მხრივ, გერმანიას, საფრანგეთს, დრაგის გადადგომამდე, იტალიას და, მეორე მხრივ, პოლონეთს, ბალტიისპირეთს, სკანდინავიასა და ფინეთს შორის.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ, სანამ აშშ განაგრძობს კონფლიქტის მხარდაჭერას უკრაინაში, მანამდე გერმანია და პოლონეთი შეინარჩუნებენ ერთიანობას ევროკავშირის შიგნით და საჯაროდ არ გაამჟღავნებენ თავიანთ პოზიციებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here