Home სხვადასხვა დაიჯესტი Politicano: დიდი ბრიტანეთი და აშშ – პროტექციონიზმის ჩემპიონები

Politicano: დიდი ბრიტანეთი და აშშ – პროტექციონიზმის ჩემპიონები

1494

დღესდღეობით გავრცელებული მეინსტრიმული ეკონომიკური სწავლებების თანახმად მიიჩნევა რომ დიდი ბრიტანეთის, აშშ, იაპონიას და სხვა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური წარმატება განპირობებული იყო “თავისუფალი ვაჭრობის” პრინციპებით. თუმცა ამ ქვეყნების ეკონომიკური ისტორია სულ სხვა რამეს გვეუბნება. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ქართულად ნათარგმნი ნაწყვეტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეკონომისტის და მოაზროვნის, კებრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰა ჯუნ ჩანგის წიგნიდან – Economics: The User’s Guide, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური განვითარების პროტექციონისტულ შემადგენელზე.

ჰენრიხ VII-დან (1485-1509 წლები) დაწყებული ტიუდორთა დინასტიის ყველა მონარქი სახელმწიფო ჩარევის მეშვეობით უზრუნველყოფდნენ და ანვითარებდნენ ტექსტილურ მეწარმეობას, რომელიც იმ დროს ყველაზე მომგებიან სამეწარმეო დარგად ითვლებოდა. აქ დომინირებდნენ „დაბალი მიწები“, (ნიდერლანდები) განსაკუთრებით კი ფლანდრია. საბაჟო გადასახადები (გადასახადი იმპორტზე) იცავდნენ ბრიტანელ მეწარმეებს უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური მეწარმეებისაგან „დაბალი მიწებიდან“. ინგლისის მთავრობა სახელმწიფო ხაზინის ფულსაც კი ხარჯავდა კვალიფიციური კადრების გადმობირებაში და ყიდვაში, რათა წვდომა ჰქონოდათ უმაღლეს ტექნოლოგიებთან. ბრიტანელები და ამერიკელები, გვარად ფლანდერსი და ფლემინგი, არიან სწორედ იმ ადამიანების შთამომავლები არიან, ვინც ბრიტანელებმა ფლანდრიიდან გადმოიბირეს. სხვათა შორის ჩვენ დღეს არ გვეყოლებოდა ისეთი ლიტერატურული პერსონაჟი, როგორიც არის აგენტი 007 (პერსონაჟი შექმნილია მწერალ – იან ფლემინგის მიერ) და პენიცილინი (მისი შემქმნელია ალექსანდრ ფლემინგი) და ასე თუ ისე სერიალი „სიმპსონები“ არ იქნებოდა იმდენად სასაცილო, მის პერსონაჟს ნედ ფლანდერსს სხვა სახელი რომ რქმოდა.

ეს პოლიტიკა ტიუდორების შემდეგად გრძელდებოდა და XVIII საუკუნეში მატყლის ტექსტილური პროდუქცია დიდი ბრიტანეთის ექსპორტის ნახევარს შეადგენდა. ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ექსპორტის გარეშე დიდი ბრიტანეთი ვერ მოახდენდა იმ რაოდენობის საკვებისა და ნედლეულის იმპორტირებას, რომელიც სჭირდებოდა ინდუსტრიული რევოლუციისათვის.
სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა გამწვავდა 1721 წელს, როდესაც რობერტ უოლპოლმა, დიდ ბრიტანეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა წამოიწყო მეწარმეობის განვითარების დიდი და სრულმასშტაბიანი გეგმა. ის უზრუნველყოფდა საბაჟო დაცვასა და სუბსიდიებს (განსაკუთრებით ექსპორტის წახალისების მიზნით) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამეწარმეო დარგებისათვის. დიდწილად დიდი ბრიტანეთი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკონომიკური განვითარებისათვის, ზუსტად უოლპოლს უდნა უმადლოდეს. 1770 წლისთვის ბრიტანეთი სამეწარმეო დარგში უკვე იმდენად იყო განვითარებული და სხვა ქვეყნებს იმდენად უსწრებდა წინ, რომ ადამ სმიტი ვერ ხედავდა საჭიროებას პროტექციონიზმში და სამეწარმეო დარგის დასაცავად სახელმწიფო ჩარევის სხვა ფორმებში. ამის მიუხედავად დაახლოებით ასი წელი გავიდა ადამ სმიტის წიგნის გამოსვლიდან, სანამ ბრიტანეთი თავისუფალ ვაჭრობაზე გადავიდოდა (ეს მოხდა 1860 წ), როდესაც მისი სამეწარმეო დომინირება უდავო იყო. იმ დროს მათ ეკუთვნოდათ მსოფლიო გადამამუშავებელი მეწარმეობის 20 % (1860 წელს) და მსოფლიო სამეწარმეო საქონლით ვაჭრობის 46 % (1870 წ ანგარიშით) და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანელები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2.5 %-ს შეადგენდნენ. შედარებისთვის შეიძლება მოვიყვანოთ დღევანდელი ჩინეთის მონაცემები, რომლებიც შესაბამისად უდრის 15 %-ს და 14 %-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მსოფლიო მოსახლეობის 19 %-ს შეადგნენ.

აშშ – პროტექციონიზმის ჩემპიონები

აშშ-ში ვითარება კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარებოდა. ბრიტანული კოლონიების მეირ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მეწარმეობა ჩრდილოეთ ამერიკაში საერთოდ იჩაგრებოდა და იზღუდებოდა. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვით უილიამ პიტ-უფროსმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა 1766-1768 წლებში, როგორც კი გაიგო რომ ამერიკელი კოლონისტები აპირებდნენ მეწარმეობის განვითარებას, განაცხადა, რომ ისეთ პირობებში უნდა მოვაქციოთ რომ ცხენის ნალის ლურსმნების წარმოებაც კი არ შეეძლოთ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბევრმა ამერიკელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში საჭირო იყო მეწარმეობის განვითარება, თუ აშშ-ს სურდა მომავალში გათანაბრებულიყო დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან. ამ სულისკვეთებას სათავეში ჩაუდგა აშშ-ს ისტორიაში პირველი ფინანსთა მინისტრი – ალექსანდრ ჰამილტონი (ზუსტად მისი პორტრეტია $10 ნომინალის კუპიურაზე).

1791 წელს ჰამილტონი კონგრესისთვის მიმართულ „ანგარიშში მანუფაქტურების შესახებ“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ისეთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნისათვის, როგორიც აშშ-ია, პირველი დღეებიდან საჭიროა ეროვნული წარმოების განვითარება და დაცვა იქამდე სანამ ის არ გაუთანაბრდება მოწინავე ქვეყნებს, ამას ჰქვია ახალი სამეწარმეო დარგების მხარდაჭერის პრინციპი.

ჰამილტონმა შესთავაზა მთავრობას დაეწესებინა საბაჟო გადასახადი, რათა დაეცვათ წარმოების ახალი დარგები, შეემუშავა სუბსიდირების პროგრამა და გაეკეთებინა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (განსაკუთრებით არხების გაყვანაში), პატენტების დაკანონება, რათა წაეხალისებინა ახალი ტექნოლოგიების გამოგონება და საბანკო სისტემის განვითარება.

იმ დროს სამხრეთის მონათმფლობელები დომინირებდნენ ამერიკის პოლიტიკაში და რასაკვირველია ასეთი მოვლენების განვითარება მათ არ აწყობდათ და მათ მოახერხეს ჰამილტონის გეგმის ჩაგდება. მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა ეყიდათ ჩრდილოეთ ამერიკელების პროდუქცია და გამოეკვებათ ისინი, როდესაც მათ შეეძლოთ მეტად უფრო ხარისხიანი და იაფი პროდუქციის ჩამოტანა ევროპიდან. მაგრამ ანგლო-ამერიკული ომის შემდეგ (1812-1816 წლები) – ეს არის ჯერჯერობით აშშ-ს მიწაზე შეჭრის ერთადერთი პრეცედენტი – ბევრმა ამერიკელმა ახალი თვალით შეხედა ჰამილტონის გეგმას და აღიარეს, რომ ძლიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძლიერი სამეწარმეო სექტორი და ეს არ იქნება მიღწეული თუ არ დაინიშნება საბაჟო გადასახადი და სხვა ტიპის სახელმწიფო რეგულაციები. სამწუხაროა ის, რომ ჰამილტონი ვეღარ მოესწრო თავისი გეგმის განხორციელებას. ის მოკლა მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, აარონ ბერმა დუელში 1804 წელს. (ამ დროს ველურ დროს ტყუილად არ ეძახიან. მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მოკლა ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ამისთვის არავინ დასჯილა).
1816 წელს აშშ-მ შეცვალა პოლიტიკური ვექტორი და მისი პოლიტიკა კიდევ უფრო პროტექციონისტული გახდა.

1830 წელს აშშ-ს თამამად შეეძლო დაეკვეხნა ყველაზე მაღალი საბაჟო გადასახადებით სამეწარმეო პროდუქციაზე მთელ მსოფლიოში, ამ სტატუსს ის უცვლელად ინარჩუნებდა დაახლოებით ასი წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომამდე.

ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არიან იაპონია, გერმანია და საფრანგეთი, საბაჟო გადასახადი გაცილებით დაბალი იყო, თუმცა ზუსტად ეს ქვეყნები ითვლებიან პროტექციონიზმის მამამთავრებად.

იმავე საუკუნის პირველ ნახევარში მონობასთან და ფედერალიზმთან ერთად, პროტექციონიზმი წარმოადგენდა უთანხმოების წერტილს ინდუსტრიულ ჩრდილოეთსა და აგრარულ სამხრეთს შორის. ეს საკითხი საბოოლოდ გადაწყდა სამოქალაქო ომის შემდეგ (1861-1865 წლებში), რომელშიც ჩრდილოეთმა გაიმარჯვა. მათი გამარჯვება შემთხვევითი არ იყო. ჩრდილოეთმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ ომამდე, უკვე ნახევარი საუკუნის განმავლობაში ანვითარებდა გადამამუშავებელ მეწარმეობას პროტექციონიზმის კედლის მიღმა. მარგარეტ მიჩელის რომანში „ქარწაღებულნი“, რედ ბატლერი ეუბნება სამხრეთელებს, რომ ჩრდილოეთი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მათ აქვთ ფაბრიკები, გადამამუშავებელი ქარხნები, სახომალდე დოკები, ფოლადისა და ნახშირის საბადოები, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენ სამხრეთელებს არ გაგვაჩნია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here