გაზეთი El Deber 13 მარტის ნომერში იუწყებოდა, რომ ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი დროებითი შემსრულებელი ჟანინ ანესი საწოლის ქვეშ დაიმალა, როცა პოლიციამ დასაკავებლად მიაკითხა. იმ დროს იგი ქალაქ ტრინიდადში ნათესავების სახლში სტუმრად იმყოფებოდა.
იგი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიების პროცესში და მიიყვანეს ლა-პასში ჩვენების ჩამოსართმევად. დაკავებულები არიან იუსტიციის მინისტრი ალვარო კოიმბა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი როდრიგო გუსმანი. მათ გარდა პროკურატურამ გასცა ორდერები ანიესის მთავრობის სამი ყოფილი წევრისა და არმიის, საზღვაო სამხედრო ძალებისა და საჰაერო სამხედრო ძალების ყოფილი სარდლების დასაკავებლად. მათ წარედგინათ “ტერორიზმის, ამბოხისა და შეთქმულების წაქეზების” ბრალდება.
ანესის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა 3 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდო დელ კასტილიომ.
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა 2019 წლის 10 ნოემბერს საპროტესტო განწყობილების გაძლიერების ფონზე და თავი შეაფარა მეზობელ მექსიკას, შემდეგ _ არგენტინას. მას ბრალად წარუდგინეს ტერორიზმი და მისი დაფინანსება. ამ ბრალდებებს ბოლივიის იუსტიციის სამინისტრომ დაუმატა გაუპატიურება და ადამიანებით ვაჭრობა.
მასობრივი არეულობა ბოლივიაში დაიწყო სახელმწიფოს მეთაურის 20 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. პირველ ტურში გაიმარჯვა მორალესმა. მისმა მოწინააღმდეგემ, ყოფილმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ არჩევნების შედეგები არ სცნო და ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა.