Home ახალი ამბები Planned Parenthood: სასქესო ორგანოებით არ განისაზღვრება, ვინ ბიჭია და ვინ გოგო

Planned Parenthood: სასქესო ორგანოებით არ განისაზღვრება, ვინ ბიჭია და ვინ გოგო

 

არაკომერციული ამერიკული სამედიცინო ორგანიზაცია Planned Parenthood, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს აბორტების გაკეთება შეადგენს და რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებს მათ შორის იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვებს სექსუალური განათლება მიაწოდოს, სკოლამდელ ბავშვებს ასწავლის, რომ სასქესო ორგანოებით არ განისაზღვრება, ვინ ბიჭია და ვინ გოგო.

Planned Parenthood-ის სახელმძღვანელოში, სადაც ორგანიზაცია მშობლებს უხსნის, როგორ უნდა ელაპარაკონ საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს მათი სხეულის შესახებ, წერია:

“უმარტივესი პასუხია, რომ გოგოებს აქვთ ვულვა, ბიჭებს კი პენისი, მაგრამ ეს პასუხი სწორი არ არის ყველა ბიჭისთვის და გოგოსთვის. ბიჭი, გოგო, კაცი და ქალი არის სიტყვები, რომლებიც გენდერულ იდენტობას გამოხატავს და ზოგიერთ ადამიანს ბიჭის ან კაცის გენდერული იდენტობით აქვს ვულვა, ხოლო ზოგიერთს გოგოს ან ქალის გენდერული იდენტობით აქვს პენისი. თქვენი გენიტალიები თქვენ ბიჭად ან გოგოდ არ გაქცევთ.”

“როცა თქვენს ქალიშვილს ელაპარაკებით, რომ როცა გაიზრდება, ეყოლება შეყვარებული ბიჭი ან ცოლად გაჰყვება მამაკაცს, თქვენ ამით აგზავნით მესიჯს, რომ გოგოებს აუცილებლად უნდა მოსწონდეთ ბიჭები და ბიჭებს გოგოები და რომ სხვა ყველაფერი არასწორია”, – აფრთხილებს სახელმძღვანელო მშობლებს.

სახელმძღვანელო მშობლებს ურჩევს, რომ მათ წინასწარ არ ივარაუდონ, რომ მათი შვილი ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის არის.

“ამან შეიძლება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებამდე და არაჯანსაღ ურთიერთობებამდე მიგიყვანოთ”, – აცხადებს ორგანიზაცია Planned Parenthood.

მშობლებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ მათი შვილი ტრანსგენდერია, ორგანიზაცია Planned Parenthood ურჩევს, რომ დაუკავშირდნენ თერაპევტს, რომელიც იცნობს და მხარს უჭერს ლგბტ იდენტობებს.

თუმცა ამერიკელი პედიატრების კოლეჯი ამტკიცებს, რომ გენდერული იდეოლოგია მავნეა ბავშვებისთვის და გენდერული მოქნილობის წახალისება ბავშვებში არსებული სერიოზული მენტალური პრობლემების შენიღბვას ახდენს.

წყარო: http://www.breitbart.com/big-government/2017/08/05/planned-parenthood-to-preschoolers-genitals-dont-make-you-a-boy-or-girl/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here