Home რუბრიკები პოლიტიკა „პირადი ინტერესი იყო მუხთარლისთვის წითელი ბანტი გაეკეთებინათ და ალიევისთვის ეჩუქებინათ“

„პირადი ინტერესი იყო მუხთარლისთვის წითელი ბანტი გაეკეთებინათ და ალიევისთვის ეჩუქებინათ“

1383

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავება, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ  ალიევის ბრძანებით არ მომხდარა.

როგორც მან „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას განმარტა, მისი აზრით, მუხთარლის დაკავება საქართველოში გავლენიანი პირის ინტერესებში შედიოდა, რომელმაც ალიევს საჩუქარი გაუკეთა გარკვეული მოგების სანაცვლოდ.

„აფგან მუხთარლი ალიევისთვის ისეთ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა, რომ მეზობელ ქვეყანაში სპეცოპერაციები დაეგეგმათ. მუხთარლის მსგავსი მტრები ალიევს ბლომად ჰყავს და მისი დაკავება ალიევის მოთხოვნა არ ყოფილა. ეს იყო ვიღაც კერძო პირის ინიციატივა, რომელმაც ალიევს საჩუქარი გაუკეთა, მოულოდნელი სიურპრიზი. ამ ამბის მომწყობს აზერბაიჯანში პირადი ინტერესები აქვს და იფიქრა, რომ ამის გამო შეაქებდნენ. ყველაზე დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ ეს იყო მოტივი მუხთარლისთვის წითელი ბანტი გაეკეთებინათ და ალიევისთვის ეჩუქებინათ რაღაც დივიდენდების სანაცვლოდ.

მუხთარლის დაკავება ვის ინტერესებში შედიოდა კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი შეფასებით ის იქს პიროვენება ვინც ეს მოაწყო, ფლობდა რესურსებს, რომ საზღვარზე თვალი დაეხუჭათ და ისე გადაადგილებულიყო, შეუმჩნევლად აეყვანათ თბილისში და ეს არავის შეემჩნია, ასეთი პიროვნებები საქართველოში ბევრი არ არის. ხელისუფლება კი საბოტირებას ახდენს და საქმეს არ იძიებს. აქედან გამომდინარე ძლიერდება ეჭვი, რომ  შეიძლება კვირიკაშვილის მიმართ ბრალდებები საერთოდაც უსაფუძვლოა“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here