Home ახალი ამბები მსოფლიო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი -2023: პუტინის ყურადღება ალჟირზე გამართლებულია

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი -2023: პუტინის ყურადღება ალჟირზე გამართლებულია

ალჟირის მნიშვნელობა გლობალურ და განსაკუთრებით აფრიკულ განლაგებაში აქამდე  ადეკვატურად  არ შეფასებულ. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ექსპერტები ამ ქვეყანაზე იშვიათად ლაპარაკობენ. აფრიკაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია ალჟირი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებზე მცირეა ეკონომიკისა და მოსახლეობის თვალსაზრისით, მაგრამ არის სხვა სფეროები, რომლებშიც ალჟირი არათუ  ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც  აფრიკის კონტინენტის სხვა „მძიმეწონნებს, -წერს  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ  ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

▪ ალჟირი – ეს არის  უდიდესი ტერიტორიის მქონე ქვეყანა აფრიკაში, ძლიერი არმიით, სტაბილური ეკონომიკით (40 საუკეთესო ქვეყნიდან ერთ-ერთია ყველაზე დიდი მშპ-ით),  ბუნებრივი აირისა და  და ნავთობის უზარმაზარი მარაგით. ეს არის მძლავრი, სტაბილური და კონსოლიდირებული სახელმწიფო. ალჟირს  გვერდი  აუარა  ყბადაღებულმა „არაბულმა გაზაფხულმა“, რომელმაც შეარყია თითქმის ყველა პოლიტიკური რეჟიმი არაბული სამყაროს ქვეყნებში.

ალჟირის გეოპოლიტიკური მდებარეობა უნიკალურია. ერთი მხრივ, ეს არის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთ ევროპასთან: იტალია, ესპანეთი და პორტუგალია კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი ალჟირიდან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე; მეორე მხრივ, ალჟირის ტერიტორია შეჭრილია  შავი კონტინენტის სიღრმეში. იქ ალჟირი, მალის, ბურკინაფასოს, გვინეას  და დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც „მოსკოვის მეგობართა კლუბის“ წევრები არიან, ეწინააღმდეგება ისლამისტ „ბოევიკებს“ და მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში.

ალჟირი არის  რუსული იარაღის ოთხი წამყვანი იმპორტიორიდან ერთ-ერთი (ჩინეთთან, ინდოეთთან, ეგვიპტესთან ერთად) და ჰყავს მძლავრი  შეიარაღებული ძალები  ძლიერი სამხედრო ტრადიციებით, რომლებიც სათავეს იღებს  საფრანგეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებიდან. ალჟირის ყველაზე დიდი უპირატესობა არის მისი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დონე და ხარისხი. ქვეყანა არ არის დაყოფილი ეთნიკური ნიშნით, როგორც ნიგერია, ხოლო  მისი ელიტები დისტანცირებულია დასავლეთისგან და დასავლური ცხოვრების წესისგან, ამიტომ, სუვერენიტეტის ხარისხისა და გარე წნეხისგან  დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ალჟირი ფორას  მისცემს აფრიკის ბევრ ქვეყანას და სახელდობრ ამით არის ის  საინტერესო  რუსეთისთვის.

პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნის ვიზიტი რუსეთში არის ალჟირის, როგორც სუვერენული მოთამაშის,  ამბიციების ეფექტური  დადასტურება მსოფლიო არენაზე. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი  „ყველა ქვეყნისა და მთელი კაცობრიობის მეგობრად“ გამოაცხადა, ტებუნმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავისი ქვეყნის დამოუკიდებელ კურსს.

შეგახსენებთ, რომ  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ალჟირს არასოდეს მიუცია ხმა რუსეთის წინააღმდეგ. ის ასევე არ მონაწილეობს ისეთ ანტირუსულ ფორმატებში, როგორიც არის „რამშტეინი“, რომელშიც ნატომ თითქმის ძალით  შეათრია  მაროკო და ტუნისი. ალჟირს არ ეშინია დასავლეთის დედაქალაქებიდან  შეძახილების და მზად არის, თანამიმდევრულად დაიცვას თავისი ხედვა მსოფლიოს შესახებ. ამ თვალსაზრისით, სწორედ ამ ქვეყანას აქვს საუკეთესო შანსი, გახდეს სუვერენული აფრიკის ახალი ხმა.

ალჟირის ანონსირებული  შესვლა ბრიჩს-ში, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ორგანიზაციას ყველა თვალსაზრისით – ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური. აფრიკის პოლიტიკის კონტექსტში სწორედ ისეთი მოთამაშეები, როგორიც არის ალჟირი, წარმოადგენენ ნეოკოლონიური სისტემის დემონტაჟის მნიშვნელოვან მსახიობებს და ახალი მსოფლიო წესრიგის პოტენციურ შემქმნელებს. ალჟირთან დაახლოება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აფრიკისთვის ბრძოლის სფეროში.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9972

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here