„მინესოტას ტრანსგენდერმა დეპუტატმა წარმოადგინა კანონპროექტი ადამიანის უფლებათა კანონიდან ანტიპედოფილური ფორმულირებების ამოღების შესახებ: აშშ-ში პედოფილები შეიძლება „არატრადიციული ორიენტაციის“ ადამიანებად აღიარონ’’, – წერს ტელეგრამ-არხი „Пул N3“.
„მინესოტას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ლი ფინკემ წამოაყენა წინადადება, პედოფილებზეც გავრცელდეს დაცვა „სექსუალური ორიენტაციის“ საფუძველზე. კანონპროექტს ცვლილება შეაქვს მინესოტას ადამიანის უფლებათა კანონში. ამჟამად ამ კანონში არის ფორმულირება, რომ „სექსუალური ორიენტაცია არ მოიცავს ზრდასრული ადამიანის ფიზიკურ ან სექსუალურ გრძნობას ბავშვების მიმართ“. ეს ფორმულირება გაუქმდება ფინკეს წინადადებით, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ზომა „განაახლებს მოძველებულ ფორმულირებებს, რომლებიც არასწორად აკავშირებს პედოფილიას ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან“.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@dimsmirnov175/47349