გაზეთ Parisien –ის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მისი კონკურენტი, მოძრაობა “წინის” ლიდერი _ ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია ლე პენის გამარჯვებაში.
“დიახ. მე ვვარაუდობ, რომ იგი ასე ფიქრობს და ამას ვასკვნი იმ ციებ-ცხელებისა და აგრესიულობის მდგომარეობიდან, რომელიც ბოლო დღეებში დაეუფლა მას და მის მეგობრებს შოუბიზნესიდან”, _ ასეთი პასუხი გასცა მან შეკითხვას, რომელიც დაუსვეს _ მიაჩნია თუ არა, რომ დაამარცხებს მაკრონს.
ამასთანავე, მარინ ლე პენმა თქვა, რომ მისმა მოძრაობა “ეროვნულმა ფრონტმა” გამონახა საერთო ენა პარტიასთან “აღსდექ, საფრანგეთო” და გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე აღნიშნული პარტიის ლიდერ ნიკოლა დიუპონ-ელიანის წარდგენას ფიქრობს.
მეც ლე პენის მომხრე ვარ ! დაშლის ევროკავშირს, და დაგვეკარგება ორიენტირი, ნეტავ მერე ვის ტრ/კში შეძვრება ჩვენი მთავრობა)))