Home ახალი ამბები სოფელ რიყიდან გატაცებული პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათვისუფლეს

სოფელ რიყიდან გატაცებული პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათვისუფლეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან დღეს გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “საქართველო და მსოფლიოს”  პაატა როგავას ოჯახის ახლობელმა, დაუდასტურა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი არჩილ და პაატა როგავები დეფაქტო აფხაზეთის სასამართლომ გასული წლის 1 აგვისტოს გაასამართლა. მამას, არჩილ როგავას – 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგავების გათავისუფლების საკითხი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე სისტემატურად განიხილებოდა.

ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here