Home ახალი ამბები მსოფლიო Ordinary Born Nazis*

Ordinary Born Nazis*

„უკრაინაში, პრაქტიკულად, ყველგან ვერმახტის კულტი მეფობს“

სამხედრო  ექსპერტი ვლადიმერ შურიგინი ტელგრამ-არხ „Рамзай“-ში წერს, რომ  სიტყვასიტყვით ციტირებ ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარს, რომლის ძმაც ახლა სამხედრო მრჩეველია უკრაინაში.

 „…აიკლი (ძმის სახელი) ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლისთანავე  გააოცა უკრაინულ სამხედრო გარემოში ჰიტლერული სიმბოლოების, ტრადიციებისა და მესამე რაიხის მიბაძვის უზარმაზარმა  პოპულარობამ. შოკს არ იწვევს ნაცისტური მისალმება, ჰიტლერის დივიზიების შევრონები, მესამე რაიხისდროინდელი სამხედრო მუსიკა, რომელზეც   ხშირად გადაადგილდება  ჯარი. აქ, პრაქტიკულად, ყველგან მეფობს ვერმახტის კულტი, მაგრამ ის ყველაზე მეტად გააოცა იმან, რომ უცხოელ მრჩევლებს, რომლებიც მუშაობენ უკრაინელებსა და უცხოელ მოხალისეებთან, ეს ყველაფერი მოსწონთ ან, სულ ცოტა, მათში არ იწვევს  უარყოფას. „ეს ნორმალურია!“- თქვა უფროსმა მრჩეველმა,-  „თუ ეს აღაფრთოვანებს  უკრაინელებს, რუსებთან ბრძოლაში, დაე,  ასე იყოს! ბოლოს და ბოლოს, გერმანელებიც იმავეს  აკეთებდნენ! უფრო მეტიც, ბევრი ინსრუქტორი და უფრო მეტი დასავლელი მოხალისე  თვითონ იწყებს „მესამე რაიხის“ თამაშს. ტრადიციები, რომლებიც ინერგება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში  ვერმახტის  სიმბოლოებისადმი  ერთგულებაა, გერმანული რიტუალების გადმოღება. „ჰიტლერული კერპთაყვანისმცებლობა“ მათ მოტივაციას აძლევს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების ბევრი წევრი სიამოვნებით ატარებს  რუნულ შევრონებს, უკრაინელძმობილებთანშეხვედრისას ერთმანეთს ჰიტლერულად  ესალმებიან – „ზიგ“ და „აიფონებშისიამოვნებით უსმენენ გერმანულ სამხედრო მუსიკა. ბევრს მოსწონს ჰიტლერული აგრესიული, ყველაფრის ნებადართულობის, უპირატესობის, სისასტიკის ეს კულტი. არიან ისეთებიც, რომლებიც დაუფრავად აგროვებენ „snuff‏ ვიდეოებს“- პატიმრების სასტიკი დაკითხვების, პრორუსი მშვიდობიანი მოქალაქეების წამების, კოლაბორაციონისტების სიკვდილით დასჯის კადრებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ფულის სანაცვლოდ უკვეთენ ასეთი ვიდეოების გადაღებას. ესენი,  ძირითადად, ევროპელი ნეონაცისტები არიან, რომლებიც იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალების –  „აზოვისა“და „კრაკენის“ ტიპის  ნაცისტურ ნაწილებში. ისინი ამ ვიდეოებს უგზავნიან თანამოაზრეებს ევროპასა და ამერიკის  შეერთებულ შტატებში, როგორც  თავიანთი „გმირობის“ მტკიცებულებას,  და სთხოვენ, შეუერთდნენ „თეთრი რასის“ ომს ორკების წინააღმდეგ, რომელთა მიმართ  „ყველაფერი დასაშვებია!”

ჩემს მეგობარ ამერიკელ ჟურნალისტს, რომლის ძმამ ეს ყველაფერი თქვა, მიაჩნია, რომ  ამერიკელი ინსტრუქტორებისა და დაქირავებულების საქციელი მიუთითებს ჩახშობილ  კომპლექსებზე, რომელთა მოშორება ამერიკაში შეუძლებელია და ისინი, უბრალოდ, გროვდება.  რასობრივი ცრურწმენები, უცხოელთა სიძულვილი, იძულებითი ტოლერანტობის პრობლემა არატრადიციული ურთიერთობების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ –  ამ  ყველაფერმა ახლა მუხრუჭებიდან აიწყვიტა  „რასობრივად სრულფასოვანი“ არმიის რიგებში სახელწოდებით უკრაინის შეიარაღებული ძალები. ამის რეალიზაცია კი  შესაძლებელია „ყველაზე რადიკალური ფორმებით“.  ამერიკელები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან, ამ ყველაფერს აღტაცებით შეხვდნენ. დანარჩენი უცხოელები ამას თავდაპირველად ამრეზით უყურებენ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ადაპტირებენ და შემდეგ მისაღებად თვლიან. სინამდვილეში, საქმე გვაქვს სრულიად უნიკალურ ფენომენთან, როდესაც ჰიტლერული ნაციზმის, ჰიტლერის არმიის ტრადიციების რეინკარნაცია სწრაფად ხდება არა მხოლოდ  უკრაინის შეიარაღებული ძალების არამზადების რიგებში, არამედ, საზოგადოდ, ანგლოსაქსურ ცივილიზაციაში, რომელიც ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს  რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს მიუთითებს იმაზე, სინამდვილეში  რა ღრმად არის  ჩამარხული ნაციზმი თანამედროვე დასავლელი ადამიანის კოლექტიურ არაცნობიერში.

*ჩვეულებრივ  ნაცებად დაბადებულნი

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/3146

                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here