Home სხვადასხვა დაიჯესტი OPEK+-ის ქვეყნების შეხვედრა

OPEK+-ის ქვეყნების შეხვედრა

839
OPEK

22-23 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, .. OPEK+-ის ქვეყნების შეხვედრა. მონაწილე სახელმწიფოებმა მიიღეს რუსეთისა და საუდის არაბეთის ერთობლივი წინადადება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების ერთი მილიონი ბარელით გაზრდის შესახებ.

რუსეთი და საუდის არაბეთი მიიჩნევენ, რომ ნავთობის მოპოვება უნდა გაიზარდოს თანდათანობით, თანაც ნედლი ნავთობის ფასი შეინარჩუნონ 80 აშშ დოლარის ფარგლებში. მოპოვების გაზრდის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო.

აშშ ყველანაირად ცდილობდა, შეთანხმება ჩაეშალა (მაგრამ არ გამოუვიდა), რადგან ამერიკული ფიქლური ნავთობის კომპანიებისთვის 100 დოლარზე ნაკლები ფასი არარენტაბელურია, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის კონტინენტზე ექსპორტისთვის.

ადრე OPEK+-ში არ არსებობდა შიგა დისციპლინა, რის გამოც ისინი ცუდად ახერხებდნენ ბაზრის რეგულირებას, რაც, თავის მხრივ, აშშ-ის საშუალებას აძლევდა, განესაზღვრა ნავთობის საერთაშორისო ფასები. ახლა რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეძლეს ყველა მონაწილე ქვეყანასთან საერთო ენის გამონახვა და ნავთობის ფასების განსაზღვრაც მათ ხელში გადავიდა.

წარმატების მთავარი მიზეზი არის, ალბათ, ის, რომ რუსეთმა მონაწილე ქვეყნებს შესთავაზა, მოპოვება გაზარდონ უკვე არსებული კვოტების პროპორციულად, და ისიც, რომ, რუსეთისვე წინადადებით, ხდება საერთაშორისო ბაზრის წილის ფიქსაცია თითოეული მონაწილისთვის და ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში (მოთხოვნა კი იზრდება და მომავალშიც გაიზრდება) გაიზრდება თითოეული მონაწილის წილიც. ასეთი მიდგომით სრულიად იცვლება ადრინდელი მდგომარეობა, როცა სანავთობო ბაზარი თითქმის მთლიანად აშშის კომპანიებს ჰქონდათ მონოპოლიზებული და ბაზარზე არსებობა აშშისადმი სრულ პოლიტიკურ ლოიალურობაზე იყო დამოკიდებული და ისიც ყოველთვის არა.

ძლიერის მიერ სუსტის დაჯაბნა შეიცვალა შესაძლებლობების მიხედვით მოქმედების თავისუფლებით (ერთად შემუშავებული წესების ფარგლებში).

რუსეთსა და საუდის არაბეთს გადაწყვეტილი აქვთ, აგრეთვე, OPEK -ის ალტერნატიული მუდმივმოქმედი ორგანიზაციის შექმნა. ამ ორგანიზაციას ექნება თავისი წესები და იქ მიიწვევენ სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებსაც. ამ ორგანიზაციაში ხმების განაწილების წესი იქნება OPEK-ისგან განსხვავებული, სახელდობრ, ქვეყნის სანავთობე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თითოეულ ქვეყანას განსხვავებული ხმათა რაოდენობა ექნება.

ახალი ორგანიზაციის შექმნა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველი _ OPEK-ი 60 წელზე მეტი ხნის წინათ შეიქმნა და მთლიანად ამერიკელების ინტერესებზე იყო მორგებული, ისინი აკონტროლებდნენ; მეორე _ ბოლო რამდენიმე წელია, ყველა ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ცდილობს, დააღწიოს თავი ამერიკელების დიქტატს და დაიცვას თავისი ნავთობის რელიზაციის არეალი. ამან ნავთობის ბაზარი რეგიონალიზაციამდე მიიყვანა და, თავის მხრივ, ახალი წესების შემუშავების აუცილებლობა წარმოშვა.

ბაზრის რეგიონალიზაციამ ობიექტურად გააჩინა ბაზრის დაცულობის, სტაბილურობისა და დაბალანსების მოთხოვნა. ამ მოთხოვნების შესრულება კი რეგიონის წამყვანი სანავთობე ქვეყნის ფუნქციაა. რუსეთი და საუდის არაბეთი ამ პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, იღებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here