Home ახალი ამბები საქართველო ომის მოციქულები

ომის მოციქულები

მტერ-მოყვრის გარჩევა გაიოლდა: მოყვარე ის არის, ვინც მშვიდობას ქადაგებს, მტრები კი ომისკენ გვიბიძგებენ

472

საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით. არც პური არ გექნებათ და ფქვილი არ გექნებათ, მაშინ დაიკიდეთ თქვენ ეგ ცოცხები და გაითხარეთ **კში და იარეთ, ბიძინას რუსისტებო. თქვენი ღვინო ვის რა ჩემ ფეხებად უნდა, ბოლობოლო, კახელებო, რა!”ეს სიტყვები უკრაინაში მებრძოლ ქართველს ეკუთვნის. მისი სახელი და გვარი ნოდარ ყარალაშვილია. ქართული პრესა ამ პიროვნების შესახებ  გვაუწყებს: “ნოდარ ყარალაშვილი ყოფილი პატიმარია, რომელიც გასამართლდა თაღლითობის მუხლით და მისჯილი ჰქონდა 11- წლიანი პატიმრობა. ის შეწყალების აქტის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინული ლეგიონგალიჩინასმეთაური გახდა.

მრავალ  შეკითხვას აჩენს  ამ პიროვნების დამოკიდებულება სამშობლოსთან, მაგრამ ეს ემოციური შეკითხვები განზე  გადავდოთ და უფრო იურიდიული ხასიათის შეკითხვა დავსვათ, აი, ისეთი, გამომძიებლებს, რომ უჩნდებათ-ხოლმე:  რა იმალება ამ მუქარის უკან, რაღაცის შემადგენელი ნაწილი ხომ არ არის იგი? იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საეჭვოდ ალაპარაკდნენ ომის თემაზე, ეს შეკითხვა ლოგიკურიც არის და აქტუალურიც. აი, რა სახის რიტორიკა გვესმის ქართული ტელეარხებიდან. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ვინმე გიორგი ჩალაძე აცხადებს: თუ არ უნდათ, რომ ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა. პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. პრეზიდენტ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. „ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერები მონოლითური ჯგუფია, ძალიან მკაცრად გამოხატული ქმედებების სურვილით, იდეოლოგიით და ერთგულებით. სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნებაქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. ეს იცის ჩვენმა ყველა უცხოელმა პარტნიორმა“.

დააკვირდით: ამ მოკლე განცხადებაში ორჯერ არის ხაზგასმული, რომ ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ცნობილია უცხოელი პარტნიორებისთვის. ეს ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ სწორედ ის უცხოელები გეგმავენ აქ იმგვარ არეულობას, რუსეთისთვის საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის საშუალებას რომ მისცემს მათ? არადა, ომი რომ იგეგმება, ფაქტია, რადგან არც მალავენ ამას. გუბაზ სანიკიძის ამ ნათქვამს დააკვირდით: „მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ, რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია – მეომრებთან მილაპარაკია, აფხაზეთის ცხინვალის ვეტერანებთან, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით აქ შემოჭრილ რუსებს. უარესად. გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ?! მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!“

რა არის ეს, თუ არა სადღაც უკვე არსებული გეგმის გასაჯაროება? ომელ ომსა და ვის წინააღმდეგ ომზეა საუბარი? ქართველთა იმ აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ ომზე,  რომელსაც   საქართველოს უკრაინიზაცია და ნანგრევებად ქცევა არ სურ? აშშისმეხუთე კოლონა“, ანუ ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელმაც სული დასავლეთს მიჰყიდა, ომს უცხადებს იმ ნაწილს, რომელიც ცდილობს, მშვიდობის შენარჩუნებით ქვეყანა იხსნას იმ დამანგრეველი  შედეგებისგან, რომლესაც ეს ომი აუცილებლად გამოიწვევს. ეს გეგმა იმ ადამიანების თავში არ მოხარშულა, რომლებიც ომით გვემუქრებიან, გეგმები სპეცსამსახურებში მუშავდება, გამხმოვანებლები კი სხვადასხვა ჯურისანი არიან –  მოსყიდულნი, გადაბირებულნი, გაბრიყვებულ-გასულელებულნი, ფეხის ხმას აყოლილნი და ა.შ. ისინი ქცევის მოტივის თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ თავიანთი ქმედების შედეგით ერთნი არიან  –  ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანონი და მავნებელნი. მათი განცხადებების უყურადღებოდ დატოვება იმ მოტივით, რომ ისინი ყოვლად უავტორიტეტონი არიან და სახალხო მხარდაჭერა არ გააჩნიათ, დაუშვებელია. ეს განცხადებები შესასწავლია, რადგან ისინი, ძალიან მაღალი ალბათობით, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების შემადგენელი ნაწილებია.

ვინმე ჩალაძე კი აცხადებს, ეს მუქარააო, მაგრამ ეს გაცხადებული სამოქმედო გეგმა უფროა,  ვიდრე  მუქარა. თითქმის წელიწადია, რაც უკრაინაში რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ყველა მხრიდან ომისკენ მოწოდება გვესმის.  მოუსმინეთ გენერალ ბენ ჰოჯესს:  “არა მგონია, გამართლება ჰქონდეს გამყოფ ხაზთან ლოდინს, როდესაც შენი მოძმე შავიზღვისპირა ქვეყნის არალეგალურ ოკუპაციას შეჰყურებ და შენს თვალწინ ხალხს ხოცავენ. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინამდე სწორედ საქართველომ გამოსცადა”.  განა ეს მეორე ფრონტის გახსნისკენ პირდაპირი მოწოდება არ არის?!  შეხედეთ, რამდენს ვირეშმაკობს ეს გენერალი: “არ ვიცი, რანაირად აპირებს საქართველოს მთავრობა, საკუთარ ხალხს თვალი გაუსწოროს და აუხსნას, რატომ დგანან განზე… როგორც უკრაინა ცდილობდა საქართველოს დახმარებას 2008 წელს, ასევე დღეს საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, იმ მომავალში, რომელიც ამ კონფლიქტის მერე იქნება. რაც შეეხება რუსეთს,  რუსეთი თავს არ დაესხმება საქართველოს; უფრო სწორად, ვერ დაესხმება, რადგან აღარაფერი გააჩნია იმისთვის, რომ მეორე ქვეყანას დაესხას თავს. საქართველო კი ამასობაში მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, პოტენციურად მოუნელებელი გახდეს აგრესორებისთვის”.

როდესაც სამხედრო პირი, თანაც  გენერალი, გვეუბნება, მიდით და რუსეთს ომი დაუწყეთ, ნუ გეშინიათ, თავს ვერ დაგესხმებათ იმიტომ, რომ არაფერი გააჩნიაო, ხომ უნდა ათრიო ცხენის კუდზე გამობმული, რათა წამებით ამოხდეს სული?! ასე დაანგრევინეს უკრაინელებს თავიანთი ქვეყანა. აი, რა ყულფში გვაყოფინებენ თავს ეს და სხვა მისი მსგავსი არამზადები ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. არ მინდა, გადაგღალოთ, მაგრამ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, ამ შეფარულ ნათქვამსაც დააკვირდით: „ უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიის თავისუფლებისა და მთლიანობისთვის, იბრძვის არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს ყველაფერი ის არის, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან თავიანთი გამოცდილებიდან, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა, თქვენთვის იდენტობა წაერთმია, თქვენთვის ტერიტორია და სუვერენიტეტი წაერთმია”.

ვინ იქნება ისეთი გულუბრყვილო, რომ ეს გამონათქვამები, რომლებიც დროში ასე საოცრად ემთხვევა ერთმანეთს, შემთხვევით გაკეთებული განცხადებები ეგონოს?! მიდის გამალებული მუშაობა საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად. მერე რა, თუკი საქართველოსთვის დამანგრეველი ეს ნაბიჯი ხელისუფლებას ვერ გადაადგმევინეს?! ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ერთმა მეთოდმა არ იმუშავა, მაგრამ დასავლეთის ამოცანა ამოცანად დარჩა, მიზანი უკრაინის ომში საქართველოს ჩართვისა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, ამიტომ ერთმა მეთოდმა (საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება) თუ არ გაამართლა, დასავლეთში ეიმედებათ, რომ მეორე მეთოდი (სამოქალაქო ომის პროვოცირება) გაამართლებს, ომელსაც ადვილად გადაზრდიან რუსეთთან დაპირისპირებაში.

საქართველო უამრავი პრობლემის წინაშე დგას, დაწყებული სოციალურით და დამთავრებული ტერიტორიული მთლიანობით, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს პლანეტარული მასშტაბის გეოპოლიტიკური ცვლილებები, მშვიდობის შესანარჩუნებლად ბრძოლა უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ხალხისთვისაც. დღეს საოცრად გაიოლებულია მტრისა და მოყვრის გამოცნობა: მოყვარე ის არის, ვინც მშვიდობის გზას ქადაგებს, მტრები კი ომისკენ გვიბიძგებენ, რადგან ყველა სხვა გზა ამოეწურათ. ომის ეს მოციქულები მხოლოდ იმის გამო კი არ არიან მოსაკვეთნი ერის ცხოვრებიდან, რომ საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ილაშქრებენ, არამედ, უწინარესად, იმიტომ, რომ, საზოგადოდ, უკეთურები არიან და სატანის მსახურებად ყალიბდებიან. ამ ვითარებას საოცრად ესადაგება პლანეტის ერთ–ერთი საინტერესო მოღვაწის, ჯავაჰარლალ ნერუს, ცნობილი ნათქვამი: ომი ჭეშმარიტებისა და ჰუმანურობის გამორიცხვაა. საქმე ადამიანთა მკვლელობაში არ არის მხოლოდ, არანაკლები დანაშაულია სიძულვილისა და სიცრუის მიზანმიმართული და ჯიუტი გავრცელება, ომელი ომების თანმხლები უბედურებაა“.

არ არის კარგი ნიშანი ომის მოციქულთა გამოჩენა და მომრავლება.

ვალერი კვარაცხელია                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here