მთავარი საქართველო ოფიცერი: თუ ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით, მაშინ  ნატოს წევრი ქვეყნიდან რატომ არ უნდა...

ოფიცერი: თუ ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით, მაშინ  ნატოს წევრი ქვეყნიდან რატომ არ უნდა მოკვდეს, ვიღაც ჩვენთვის

2507
გააზიარეთ

9 თებერვალს  ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლუკ კოფიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს შესვლა ევროპისა და აშშ-ის ინტერესებშია და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში სიხარულით თანხმდებიან ნატოს წევრობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

პუბლიკაციაში აშკარა აქცენტებია იმაზე, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებასთან სულ უფრო ახლოს არის.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძეს ესაუბრა.

თადარიგის ოფიცერი, მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ თურქეთს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად აღარ მიიჩნევს და რეგიონში ახალ პატრნიორს ეძებს, რომლის მიხედვითაც ეს შესაძლოა საქართველო იყოს – ილუზიას უწოდებს.

ეს არის ძალიან დიდი არასერიოზული მიდგომა საქმის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ გეოპოლიტიკურ ზოლში, რომელიც არის თვითონ რუსეთის გეოგრაფიული მოსაზღვრე ქვეყანა. ნატოს წევრი ქვეყანა, რომ გახდე, აქ უნდა იყოს რეგიონალური პოლიტიკა და რუსეთი არ თვლის, რომ ნატო არის რეგიონალური ალიანსი. მას მიიჩნევს არაორგანულ  ალიანსად, რომელიც მის საზღვრებთან შეიძლება იყოს.

რუსეთი არის სამხედრო პოლიტიკური სახელმწიფო და არა სამხედრო ეკონომიკური სახელმწიფო. მისი აბსოლიტურად ყველა საფრთხე გამოდის სამხედრო რისკებიდან, ამიტომ რაც არ უნდა მშვიდობიანი გზით შემოვიდეს მის საზღვრებთან, ეს იქნება საქართველო, აზრებაიჯანი თუ სომხეთი, პირდაპირი მნიშვნელობით ეს მისი სამხედრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იქნება საფრთხე. გამომდინარე აქიდან ის აბსოლიტურად არანაირი გზით, არ დაუშვებს, რომ ნატოს საზღვრები იყოს, მისი პირდაპირი მოსაზღვრე, გეოგრაფიული მდებარეობით“, – განაცდახა ნემსაძემ.

მისივე თქმით, იმაზე საუბარი, რომ ქართული მხარე ნატოში ინტეგრაციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს ეს ანტიეროვნული მიდგომაა.  

რაც შეეხება საკითხს, რომ  შეიძლება მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოს სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში და თვითმიზანია, რომ ვიყოთ ნატოს წევრი და არ გვქონდეს ჩვენ პრეტენზია, როგორც სახელმწიფოს ამ ისტორიულ მიწებზე, როგორიც არის სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მე ვსვამ კითხვას – რატომ არის ეს ჩვენი თვითმიზანი?

თუ ჩვენ უნდა მოვკვდეთ, ერაყში, ავღანეთში  და აფრიკაში, ხოლო ამას დაუდოთ ის ძირითადი პოლიტიკური მიზანი, რომ ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით, მაშინ ვიღაცა ნატოს წევრი ქვეყნიდან რატომ არ უნდა მოკვდეს ჩვენთვის, ჩვენი მშვიდობისთვის, ჩვენს გეოპოლიტიკურ ზოლში. 130 კაცს გასცდა ვინც ერაყსა და ავღანეთში არის დაღუპული და ამ ყველაფერთან ერთად არიან დაჭრილი და დაინვალიდებული ბიჭები, რომ მათ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია – ვერავინ ვერ დაასახელებს  ნატოს წევრი ქვეყნიდან ვინმეს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულიყოს, მსგავსი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ეროვნული ინტერესებიდან.  

ამ ყველაფრით, კი ვიღაცა მანიპულირებს, რომ მოახდინოს ზეწოლა ქართულ  საზოგადოებაზე, რომ თითქოს ჩვენთვის ეს  არის თვითმიზანი. სინამდვილეში კი,  კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ამაზე აკეთბენ საკუთარ ავტორიტეტს, ვითომ რაღაც შეუძლიათ და რაღაც მოხდება, არაფერი არ მოხდება – ეს არის ილუზია, იმიტომ, რომ საკითხის ასე გადაწყვეტის შემთხვევში, მაშინ ასევე უნდა გადაწყდეს, რომ სომხეთი ან აზერბაიჯანიც უნდა მოხვდეს, ნატოს სამხედრო ალიანსის დაქვემდებარებაში და ეს უნდა იყოს რეგიონალური პოლიტიკა“, – აღნიშნავს ნემსაძე.

თადარიგის ოფიცრის შეფასებით, გეოპოლიტიკურად მეზობელ რუსეთსა და თურქეთს რეგიონში საკუთარი გავლენის არეალი გააჩნია.

რუსეთს მოკავშირე ჰყავს სომხეთი და მემორანდუმს, საერთო არმიის შექმნის  შესახებ უკვე მოაწერა ხელი. რომლის თანახმადაც, ოპერატიულ  ვითრებაში, საომარ მდგომარეობაში, სომხური არმია, რუსეთის გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში  გადადის.  აზრებაიჯანულ არმიას კი მოკავშირე ჰყავს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც  ძალიან არასტაბილური იმიჯი აქვს ნატოს წევრ ქვეყნებში და პირდაპირ პრეტენზიები აქვს საბერძნებით რამოდენიმე კუნძულზე, რომ არაფერი არ ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე, რომელიც ნატოს ალიანსთან არის დაკავშირებული.

თურქეთი გამოდის მისი ეროვნული ინტერესებიდან, აზერბაიჯანი მისი ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენ კი სამწუხაროდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ვერ გამოვდივართ.

საბჭოთა კავშირს თუ გადავავლებთ თვალს, კარგად დავინახავთ, იმ გეო პოზიციებს რომელიც განლაგებული იყო საქართველოში, სამხედრო მიმართულებით ყველა ურთიერთობა გვქონდდა თურქეთთან. ეს იყო რადიო დაზვერვის ლოკაციები თუ სამხედრო ბაზები, ანუ პირველი იერიში უნდა მიეტანათ თურქეთთან.

მაშინ გეოპოლიტიკა სხვა იყო და გეოპოლიტიკურად ისინი ფიქრობდნენ, რომ თურქეთი მზად არ იყო ასეთი განაყოფიერებისათვის, თუმცა ევროპამ და ამერიკამ თურქეთის ბუფერულ სახელმწიფოდ განაყოფიერება მოახდინეს, სწორედ იმიტომ, რომ ეს ყოფილიყო გარკვეული წონაღობა ახლო აღმოსავლეთში და ეს ყოფილიყო არალეგიტილური საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

ახლა კი თურქეთმა სერიოზული ჭკუა ისწავლა და შექმნა ძლიერი არმია, ეროვნული თვისებები განავითარა და ეს სახელმწიფო არის რელიგიათმებრძოლი სახელმწიფო, დამალა ეს ინტერესი და შექმნა თანამედროვე არმია, ხოლო ამ მანევრით გამოაჩინა მისი რელიგიურად მებრძოლი იმპერიალიზმი.

ამ ეტაპზე კი ახლო აღმოსავლეთში, სერიოზული არეულობა და ქაოსი არის“,- განაცხადა ოფიცერმა.

როგორც ნემსაძე აცხადებს, ნატოს მიერ რეგიონში ახალ სტრატეგიულ პატრნიორად საქართველოს მიჩნევის საკითხი, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შემოგდებული სპეკულაციაა.

რაც შეეხება გიულენის თემას, ეს იყო მართული სპეცსამსახურების მიერ, რომელიც გაანეიტრალა თურქეთის დაზვერვამ რუსული დაზვერვის დახმარებით.

დააკვირდით თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის შეხვედრას, ეს არ იყო შემთხვევითი და ასევე თუქრეთის რუსეთთან ურთიერთობის დათბობა.

შავი ზღვის უსაფრთხოებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ ტერიტორიას, რომელზეც დგას უახლესი ტექნიკა დაწყებული  “C 400” – დან   ეს არის უახლოესი ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკა. ეს ყველაფერი კი მიმართული არის იმ ბაზებისკენ, რომელიც განთავსებული ყავს ნატოს შეარაღებულ ძალებს თურქეთის ტერიტორიაზე და რომელიც შეიძლება არ დაექვემდებაროს თუქრულ სარდლობას.

ყოველთვის იცოდა ნატომ, რომ თურქეთი იყო არასტაბილური ქვეყანა უბრალოდ ის იყო ასე ვთქვათ „მედიუმი“ ქვეყანა, რისი გამოყენებაც უნდა მომხდარიყო.

გადაფასებები ხდება დროსა და სივრცეში. ამ შემთვევაშიც შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტში საქართველოს ნატოს სტრატეგიულ პარტნიორად განხილვა – არის სიცრუე და ილუზია, ეს არის სამარცხვინო, რომელსაც  კურირებს ირაკლი ბარამიძე და ბათუ ქუთელია.

ამ ბატონებს დაგეგმილი აქვთ, დანაშაულებრივი რეჟიმის შიდა პოლიტიკური ლეგალიზება“,- განმარტავს ოფიცერი.

 

 

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here