Home ახალი ამბები მსოფლიო ნოვაკი: რუსეთი არ მიაწვდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასების ზედა ზღვარს შემოიღებენ

ნოვაკი: რუსეთი არ მიაწვდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასების ზედა ზღვარს შემოიღებენ

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გააფრთხილა, რომ რუსეთი არ მიაწვდის ნავთობს და ნავთობპროდუქტებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ენერგორესურსებზე ფასის ზედა ზღვარს აწესებენ.

82
ალექსანდრე ნოვაკი

რია ნოვოსტის“ ცნობით, მან აღნიშნა, რომ რუსეთი გადაამისამართებს მიწოდებას ან შეამცირებს წარმოებას.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გამოიყენებენ ფასების ზედა ზღვარის პრინციპს. მიწოდებას გადავამისამართებთ ბაზარზე ორიენტირებული პარტნიორებისკენ ან შევამცირებთ წარმოებას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ნოვაკმა დასძინა, რომ ენერგეტიკის სექტორის პოლიტიზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ რესურსების დეფიციტი ბაზარზე და ფასების ზედა ზღვარი სწორედ ასეთი აქტია.

მანამდე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის არ არის მიზანშეწონილი ნავთობის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მასზე ფასის ზედა ზღვარი დააწესეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here