Home რუბრიკები პოლიტიკა NO GO ZONES _ უკონტროლო ზონები, რომლებიც საქართველოშიც შეიძლება შეიქმნას

NO GO ZONES _ უკონტროლო ზონები, რომლებიც საქართველოშიც შეიძლება შეიქმნას

კალაძე

რამდენიმე დღის წინანდელმა ინციდენტმა, როცა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებნი ნიგერიელ სტუდენტებს დაუპირისპირდნენ და საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს, ბევრი მითქმამოთქმა გამოიწვია. დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ მომხდარში, რა თქმა უნდა, ქართველები დაადანაშაულეს და რასისტების იარლიყი მიაწებეს; თანაც ისე, რომ არც დალოდებიან გამოძიების შედეგებს, ბევრს არც ის გახსენებია, რა დანაშაულები ჩაიდინეს და რას ჩადიან უცხოელები საქართველოში და არც იმაზე დაფიქრებულა, რა კატასტროფული ვითარება შეიძლება შეიქმნას მიგრანტთა უფრო მეტი რაოდენობით შემოსვლის შემთხვევაში საქართველოში, არა მხოლოდ დემოგრაფიული თვალსაზრისით

რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში ერთმა მომხმარებელმა ეს განცხადება გაავრცელა:

კიდევ არ მეგონა, ასეთი რამე თუ ხდებოდა! სრული ერაყირანარაბიზაცია. გუშინ ბავშვი მყავდა დაბადების დღეზემაკდონალდსში”. ბავშვის წასაყვანად რომ მივდიოდი, მანქანა თეატრთან ახლოს, ავტოსადგომთან გავაჩერე. ფეხით არკას გავუყევი. მაგათ ბარკორასთანმომივიდა კონფლიქტი ერაყელ არაბებთან, ექვს სულტან. მალე გინება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კაციშვილი არ დამეხმარა. შემდგომ პოლიციაში ჩვენება იქ მომუშავე ყველა ქართველმა: დაცვამ, მიმტანმა ჩემ წინააღმდეგ მისცა, არანაირი სოლიდარობა თანამოქალაქის მიმართ. ახლა ვარ აგერ მარტო და ვფიქრობ, ბოღმისგან როგორ არ გავსკდეშეგიმჩნევიათ, ჯგროდ რომ დადიან ხოლმე? ხოდა, მაგ ჯგროს დავეჯახეპოლიციამ, _ შენ ხარ ინიციატორი, თავი უნდა დაგეხარა და ბოდიში მოგეხადაო. შენ გაგამტყუნებენ რასისტობაზეო. არადა, ექვსი კაცი მეჩხუბებოდა, _ შენ დაარტყიო; იმათ დარტყმულზე კი ხმა არ ამოიღეს, მარტო ვიყავი ექვს კაცთან. მოკლედ, ჩვენი ნაქები ქართველობიდან ერთი სულიც არ დამეხმარა”.

ეს განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გათვითცნობიერებული არ აქვს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მიგრანტების უკონტროლო შემოსვლამ ქვეყანაში, მათი უფლებების დაცვამ და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების იგნორირებამ…აი რა ვითარებაა ევროპის წამყვან, მრავალმილიონიანი ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც იქ მიგრანტთა მასობრივი ჩასახლება დაიწყო. ევროკავშირში არის რამდენიმე ასეული ე.წ. No go zones, რომლებშიც დანაშაულის რაოდენობა გაცილებით მეტია მეზობელ რაიონებთან შედარებით, პოლიცია ამ რაიონებში იშვიათად თუ შეიხედავს ხოლმე. ამ ხელისუფლებისგან უკონტროლო ზონებში გამეფებულია თემობრივი და რელიგიური წეს-ჩვეულებები, მოქმედებს სისხლის სამართლის დამნაშავეთა დაწესებული კანონები.

როგორ გადაიქცა ევროპული ქვეყნების კვარტლები ჯიჰადისტების ნარკომოვაჭრეებისა და ქურდების ბუდეებად. ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ.

პატარა მოგადიშო

მოჰამედი შვედეთში ავღანეთიდან ჩავიდა. საიმიგრაციო ცენტრში თავისი ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალი დამალა, კერძოდ ის, რომ კავშირი აქვს ნათესავებთან, მათთან, ვინც მონად გაყიდა, აგრეთვე, მან ნახევარი წლით შეამცირა თავისი წლოვანება, რათა მიეღოთ გიმნაზიაში. შედეგად, საიმიგრაციო სირთულეები წარმატებით გადალახა. მოჰამედი წარმატებით აბარებს გამოცდებს სკოლაში, საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, უფრო უკეთესად _ შვედურად. ცოტა ხნის წინათ გადავიდა გეტოდან სტოკჰოლმის უფრო მულტიკულტურულ და მშვიდ რაიონში; ოცნებობს, ისწავლოს დანტისტობა, ჰყავდეს ოჯახი და იცხოვროს ღირსეულად. მოჰამედი ინტეგრაციის უიშვიათესი მაგალითია შვედეთში ათიათასობით ჩასულ ავღანელთა შორის. თვითონაც აღიარებს, რომ მისი ისტორია არატიპურია: თანამემამულეების უმრავლესობას არ სურს და არც შეუძლია შვედ საზოგადოებაში ინტეგრაცია.

“შვედეთში ყველამ იცის მუსლიმების გეტო ქალაქ მალმიოს კვარტალ რუსენგორდში, სტოკჰოლმის რინკებოუს რაიონში, რომელსაც “პატარა მოგადიშის” ეძახიან, რადგან ბევრი სომალელი ცხოვრობს, _ ამბობს მოჰამედი. _ იქ ადამიანები თვითონ წყვეტენ: თავიანთი კანონები დაიცვან თუ სახელმწიფოსი და უფრო ხშირად იქაური წეს-ჩვეულებების მიხედვით ცხოვრობენ, საიდანაც ჩამოვიდნენ. იქ ადამიანებს კრიმინალური “გაგება” აქვთ. ახალგაზრდები ყოველ კუთხეში ყიდიან ნარკოტიკს, იპარავენ მაღაზიებიდან. მიგრანტებმა თავიანთი “შავი საზოგადოება” შექმნეს, თუმცა, ნაწილობრივ, მესმის მათი _ უმრავლესობას არ აქვს ნორმალური სამუშაოს პოვნის შანსი, ბევრს უარი უთხრეს თავშესაფარზე, წასასვლელი კი არსად აქვთ”.

შვედეთში გეტო წლების წინათ შეიქმნა. იყო მიგრაციის სხვადასხვა ნაკადი _ ირანიდან ისლამური რევოლუციის გამო გამოქცეული მედასავლეთე ინტელიგენტები, “არაბულ გაზაფხულებს” თავდაღწეული გაუნათლებელი მუშები და გლეხები და, უბრალოდ, უკეთესი ცხოვრების მაძიებლები.

2015 წელს შვედეთი, რომელიც სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული კანონმდებლობით გამოირჩევა, ევროპაში პირველ ადგილას აღმოჩნდა ლტოლვილების რაოდენობით ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით. 163 ათასმა ადამიანმა მოითხოვა იქ ცხოვრების უფლება. ზოგმა სახელმწიფოსგან ბინა მიიღო, ზოგი ლტოლვილთა ცენტრებში დაასახლეს. 2010 წლიდან კი რინკებიუსა და მის მსგავს რაიონებში რეგულარულადაა არეულობები. ავტომობილების დაწვა და მაღაზიების ვიტრინების ქვებით ჩამსხვრევა ჩვეულებრივი ამბავია.

“ბოლო წლებში მუშებისა და გლეხების მიგრაციაა. ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი ავღანელი, მაროკოელი, სომალელი და აზიისა და აფრიკის სხვა ქვეყნების წარმომადგენელია. ბევრმა, არათუ შვედური ან ინგლისური, მშობლიურ ენაზე წერაც არ იცის. შვედ საზოგადოებას წარმატებით ერწყმიან მხოლოდ ერთეულები, უმრავლესობა ან თანხმდება შრომის მონურ პირობებს ან ერთვება კრიმინალში, _ ამბობს არასრულწლოვანი მიგრანტებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი შვედური ინტერნატის ყოფილი თანამშრომელი. _ არცთუ იშვიათად დასახლებულ პუნქტში, სადაც 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ასახლებენ 1500-მდე ლტოლვილს. სოციალური დაძაბულობა იქმნება იმითაც, რომ მიგრანტების უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. მაგალითად, ავღანელ მიგრანტებს შორის ასეთია 90%. ჩამოსულთა ნახევარი არასრულწლოვანია ან თავს ასაღებს არასრუწლოვნად. ბუნებრივია, მათ ოჯახის შექმნის პრობლემა აქვთ, ანუ ძალიან დიდია ამის გამო დანაშაულის ჩადენის რისკი”.

შინ გამოზრდილი ტერორისტები

ლონდონის, პარიზისა და ბრიუსელის რამდენიმე რაიონს ხელისუფლებები, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებენ. იქ სხვადასხვა თაობის მუსლიმი მიგრანტები და მათი შვილები (ევროპაში დაბადებულები) ან შარიათის კანონებით ცხოვრობენ, ან თემური წეს-ჩვეულებების მიხედვით. ზოგჯერ ეს არის მშვიდობისმოყვარე თემი. მაგალითად, ირლანდიელი ჟურნალისტი გარეტ სმიტი ამბობს, რომ “დუბლინში მცხოვრები სირიელი მიგრანტები კონსერვატიული და კანონმორჩილები არიან”, მაგრამ ასეთ თემებში შედარებით ნაკლები ადამიანია გაერთიანებული და გათქვეფილია ადგილობრივ მოსახლეობაში.

იქ, სადაც მუსლიმანები, დიდი ხანია, დაფუძნდნენ, უსაფრთხოების მხრივ ბევრი პრობლემაა. ამის ნათელი მაგალითია ბელგიის მოლენბეკი, ბრიუსელის რაიონი, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელი ორგანოებიდან ფეხით ორი წუთის სავალზეა. უმუშევარი მუსლიმებით დასახლებული ამ რაიონიდან იყვნენ 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილი ტერორისტული აქტების სერიის ორგანიზატორები. ესენი არიან ე.წ. შინგამოზრდილი ტერორისტები, რომლებზეც გავლენა იქონია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდამ.

No go zones
No go zones

“No go zones ბელგიაში არ არის. მე ჟურნალისტის რანგში ვმუშაობდი პოლიციასთან ერთად და არასოდეს მსმენია, სამართალდამცველებს უარი ეთქვათ ამა თუ იმ რაიონში შესვლაზე, როცა ეს აუცილებელი იყო, მაგრამ უნდა ვაღიარო: ზოგიერთ ადგილას პოლიციელები გაცილებით ნაკლები მონდომებით მიდიან, მაგალითად, იმავე მოლენბეკში ან მსგავს მუნიციპალიტეტებში. ამ რაიონებს აკონტროლებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკებით და ქურდობენ. აქ ცოტაა ექსტრემისტი, მაგრამ ბევრია გავლენიანი უმრავლესობის წარმომადგენელი, რომლებიც აშენებენ მეჩეთებს, ხსნიან სალოცავებსა და რელიგიურ სკოლებს”, _ ამბობს კლოდ მონიკე, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და ევროპის სტრატეგიული დაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი.

ვერავინ გაბედავს იქ შესვლას

ფრანგი პოლიტოლოგისა და არაბისტის _ უილ კეპელის 2011 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში არის რამდენიმე ასეული რაიონი, რომლებშიც შეიქმნა ავტონომიური მუსლიმური თემები და, პრაქტიკულად, არ მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობა. ეს, ძირითადად, დიდ ქალაქებს ეხება. მიუხედავად ამისა, პარიზის მერმა ან იდალგომ არაერთხელ უარყო ხელისუფლებისგან უკონტროლო ზონების არსებობა. საფრანგეთის ხელისუფლებას ურჩევნია, “განსაკუთრებით რთულ რაიონებზე” ისაუბროს, თანაც ისე, რომ მიგრანტები არც ახსენოს.

ევროპის სხვა სახელმწიფოების პირველი პირებიც დუმილით უვლიან გვერდს ამ პრობლემას, ამით სარგებლობენ მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც თანდათან იხვეჭენ პოპულარობას, თუმცა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ახლახან ფრთხილად ახსენა “ადგილები, სადაც ვერავინ ბედავს შესვლას”. მისი თქმით, “ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და რაღაც უნდა გაკეთდეს”.

ბევრი ქვეყანა, რომლებშიც მომრავლდნენ აფრიკელი და აზიელი ემიგრანტები, მკაცრ რეგულაციებს აწესებს გეტოში ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, დანიამ გამოაცხადა კვარტლების კეთილმოწყობის 12-წლიანი გეგმის შესახებ. გათვალისწინებულია მიგრანტთა შვილების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. ეს რაიონები უფრო მიმზიდველი უნდა იყოს ეთნიკური დანიელებისა და ევროპული სახელმწიფოებიდან გადმოსახლებულთათვის, რომლებშიც უნდა აითქვიფოს მუსლიმანური მოსახლეობა.

“გეტოების განახლება-გადაკეთებასა და საშუალო კლასისთვის კეთილმოწყობილ რაიონებად გადაქცევაზე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ფიქრობს, მაგრამ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საფუძვლიანად განაახლოს რაიონები, რომლებშიც ტერორისტები ცხოვრობდნენ, _ აღნიშნავს კლოდ მონიკე, _ გამოაცხადეს გეგმა “არხის” შესახებ, რომელიც ყველა მცხოვრების რეგისტრაციას ითვალისწინებს; გააძლიერეს პოლიციის ქვედანაყოფები, ამოწმებენ, რით ცხოვრობენ საეჭვო პირები, მაგრამ ამან მხოლოდ შეზღუდული ეფექტი გამოიღო, რადგან ერთდროულად უპირისპირდებიან მუსლიმ რადიკალებსაც და ჩვეულებრივ კრიმინალებსაც”.

როგორც ხედავთ, მიგრანტების შესევის გამო ძალიან დაძაბული ვითარებაა ევროპის ბევრ აყვავებულ ქვეყანაში და, თუ ჩვენ დროულად არ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, საქართველოშიც შეიქმნება ხელისუფლებისგან უკონტროლო ზონები _ No go zones, სადაც შესვლას პოლიციელიც ვეღარ გაბედავს.

ნიკა კორნითელი,

მომზადებულია Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here