Home ახალი ამბები მსოფლიო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: ირანი აწვდის დრონებს უკრაინაში გამოსაყენებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: ირანი აწვდის დრონებს უკრაინაში გამოსაყენებლად

166
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: ირანი აწვდის დრონებს უკრაინაში გამოსაყენებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი რუსეთს აწვდის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში „უდანაშაულო ადამიანების“ მოსაკლავად. ამის შესახებ CNN იტყობინება.

„ისინი (ირანის ხელისუფლება) საკუთარ ხალხს ეწინააღმდეგებიან. ფაქტია, რომ ისინი აწვდიან დრონებს, რომლებიც კლავენ უდანაშაულო ადამიანებს ევროპის გულში, უკრაინაში“, – თქვა მან.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს თანამედროვე იარაღით ამარაგებს და მისგან დრონებს ღებულობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანი რუსულ მხარეს აწვდის დრონებს უკრაინაში სპეცოპერაციის მსვლელობისას მათ გამოსაყენებლად.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები ირანიდან რუსეთში დრონების მიწოდების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here