ევროკავშირის ენერგოუზრუნველყოფის სისტემა დაზარალდება ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მიღებული საჯარიმო ღონისძიებების გამო, _ განაცხადა რუსეთთან კავშირის საკითხებში გერმანიის მთავრობის რწმუნებულმა გერნოტ ერლერმა. გერმანელი პოლიტიკოსის აზრით, აშშ–ს შეუძლია სანქციები დაუწესოს რუსეთ–ევროპის თანამშრომლობას ენერგეტიკულ სფეროში.
“კანონში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ შეერთებული შტატები “ჩრდილოეთი ნაკადი-2”-ის პროექტის წინააღმდეგია. სანქციები შეიძლება დააწესონ ნებისმიერ რუსულ-ევროპულ თანამშრომლობას ენერგოუზრუნველყოფის სფეროში _ მილგაყვანილობებზე სარემონტო სამუშაოებზეც კი”, _ ხაზი გაუსვა ერლერმა.
გერმანელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ აშშ-ისთვის პრიორიტეტულია საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტი. ვაშინგტონი ცდილობს, ამ გზით შეერთებულ შტატებში ახალი სამუშაო ადგილები შექმნას და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები განიმტკიცოს.
“ელემენტს “ამერიკა პირველ ადგილზე” ადგილი არ აქვს სანქციების რეჟიმში, რომლის ინიციატორები პარტნიორებს შორის კოლეგიურ დამოკიდებულებას აფასებენ… უწინ ვაშინგტონი და ბრიუსელი ერთმანეთთან ათანხმებდნენ რეაქციას უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე, ამჟამად კი ამერიკელი პოლიტიკოსები თავს არიდებენ კოორდინირებულ პარტნიორობას ანტირუსული სანქციების საკითხში”, _ ასკვნის გერნოტ ერლერი.