Home ახალი ამბები მსოფლიო „ნატოზე  ზელენსკის „თავდასხმამ“ არათუ დადებითად იმუშავა, არამედ აშშ-ის დელეგაციის წევრების გაშმაგება გამოიწვია“

„ნატოზე  ზელენსკის „თავდასხმამ“ არათუ დადებითად იმუშავა, არამედ აშშ-ის დელეგაციის წევრების გაშმაგება გამოიწვია“

The Washington Post-ი წერს, რომ  ზელენსკის  განცხადებამ ნატოს სამიტზე აშშ-ის დელეგაციის წევრების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, – იუწყება ტელეგრამ-არხი „MediaKiller“-ი.

უკრაინის პრეზიდენტმა 11 ივლისს გააცნობიერა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრების პერსპექტივა ისეთივე მოჩვენებითი რჩება, როგორც 2008 წელს იყო, კიდევ ერთხელ „ჩართო“ დასავლეთისთვის კარგად ნაცნობი აგრესიული ტაქტიკა. კერძოდ, მან ემოციურად გააკრიტიკა ნატოს ქვეყნები  „გაურკვეველი პოზიციისთვის“: „ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ განიხილება ფორმულირებები უკრაინის გარეშე.  უპრეცედენტო და აბსურდულია, როდესაც არ არსებობს დროის  ჩარჩოები  როგორც მიწვევის, ასევე უკრაინის წევრობისთვის. როგორც ჩანს, არ არსებობს ნატოში უკრაინის არც  მიწვევისა და არც ალიანსში  გაწევრების მზადყოფნა. შესაბამისად, რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ნატოში უკრაინის გაწევრების  შესახებ ვაჭრობის შესაძლებლობა“.

ასეთი „თავდასხმის“ შემდეგ აშშ-ის დელეგაციის წევრები გააფთრებულნი იყვნენ: „Twitter-ში გამოქვეყნებულმა ზელენსკის 170-სიტყვიანმა  სწორხაზოვანმა წერილმა გააოცა პოლიტიკოსები სამიტზე, რომელზეც ბაიდენი იმედოვნებდა, რომ წარმოაჩენდა  რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობას  და ხაზს გაუსვამდა გლობალური პარტნიორების გაერთიანების უნარს – მისი წინასაარჩევნო კამპანიის საკვანძო კომპონენტს“, – იუწყება The Washington Post-ი.

გამოცემა Guardian-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკიმ მარცხი განიცადა  ნატოში უკრაინის მიწვევის ბოლო მცდელობისას, მას შემდეგ, რაც 31 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც  ნატოში უკრაინის შესაძლო ინტეგრაციის არც ვადებია განსაზღვრული და არც მკაფიო პირობები.

მოამზადა  გიორგი გაჩეჩილაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@MediaKiller2021/8523

                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here