Home ახალი ამბები მსოფლიო ნატოს სამი თვითმფრინავი ნოვაია კახოვკას რაკეტებს უმიზნებდა

ნატოს სამი თვითმფრინავი ნოვაია კახოვკას რაკეტებს უმიზნებდა

83

ნოვაია კახოვკაზე უკრაინის თავდასხმისას ამერიკული სისტემების დარტყმების კორექცია ნატოს, სულ ცოტა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით ხდებოდა, _ იუწყება avia.pro.

სპეციალისტთა შეფასებით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება შეეძლოთ, როგორც ობიექტებზე რაკეტების დასამიზნებლად, ისე  დარტყმების გასაკონტროლებლად.

უკრაინელების შეტევისას ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო სივრცეში და შავი ზღვის თავზე იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა საფრენი აპარატის ფრენის ტრაექტორია მიმართული იყო ნოვაია კახოვკისკენ. ეს დიდ ეჭვს აჩენს, რომ ამერიკული Himars-ების მუშაობის კორექტირება ნატოს ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ ხორციელდებოდა.

სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა შეტევისას შავი ზღვის სანაპიროზე, ნეიტრალური წყლების თავზე ფრენდნენ ამერიკისა და ნატოს თვითმფრინავები.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/tri-samolyota-nato-byli-podnyaty-v-nebo-vo-vremya-udara-po-novoy-kahovke

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here