“მსოფლიოში ყველაზე დაცული ქალაქი ვაშინგტონი კი არ არის, არამედ მოსკოვი”, _ ლაპარაკია ამ ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში.
რუსეთის დედაქალაქი პლანეტის ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომელსაც “ბირთვული ქოლგა იცავს”.
1972 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ მხარეს უფლება ჰქონდა, რაკეტსაწინააღმდეგო ერთი სისტემის მოწყობით დაეცვა თავი. ეს სისტემები 100-მდე რაკეტით იყო აღჭურვილი. მისი განლაგება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა.
აშშ-მა სისტემა Safeguard ჩრდილოეთ დაკოტას შტატში სამხედრო ავიაბაზა Gრანდ Forks-ის გარშემო განალაგა, მაგრამ შემდგომ, როცა მისი საჭიროების საკითხი მოიხსნა, მოშალა.
საბჭოთა კავშირმა A-35 სისტემა მოსკოვის დასაცავად შექმნა: დედაქალაქში იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების სარდლობა და ქალაქი ბირთვული შეტევისგან უნდა ყოფილიყო დაცული.
1970-იან წლებში A-35 შეიცვალა განახლებული A-135-ით. პირველი კონცეფცია 32 რაკეტსაწინააღმდეგო მოედანს ითვალისწინებდა. A-135-ის სისტემაში ასი მოედანია, ანუ მაქსიმუმი რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებით.