Home ახალი ამბები საქართველო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით 1 აპრილიდან დაისჯება

ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით 1 აპრილიდან დაისჯება

1098
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ

2019 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება _ ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით.

ამ დღეებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები  მესამე მოსმენით განიხილეს, განისაზღვრა ნორმის ამოქმედების ახალი თარიღიც. “კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები _ იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებისა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. იქამდე მოხდება სრულად მომზადება-მოწესრიგება, რათა მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოესწროს მოქალაქეთა ინფორმირება”, _ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here