Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „ძვირადღირებულ ნარკოტიკებს თუ ყიდულობთ, მკურნალობის სახსრებსაც გამონახავთ“

„ძვირადღირებულ ნარკოტიკებს თუ ყიდულობთ, მკურნალობის სახსრებსაც გამონახავთ“

2132

გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საუბრობს, რომ „ბახალას“ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედებების აღიარების სანაცვლოდ.

„გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე გუშინ ადვოკატმა თქვა ლევან ჩხაიძესთან, 14.00-ზე, რომ არ ითანამშრომლა, სხვა არ ჩაუშვაო, თორემ მშვენიერ საპროცესოს სთავაზობდნენ და ხელი რომ დაედო იმ ვიღაცაზე, გაუფორმებდნენ საპროცესოს და გიორგანაშვილის გვარს ვერ გაიგონებდითო.

აქედან 2 კითხვა:

  1. არ უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუ ასეთ მძიმე (თუნდაც მსუბუქ) დანაშაულს ეხება? ხან ქუჩის ინსტიტუტი არ გვინდაო გავიძახით, ხან “კაი ბიჭობას ვაწვებით”?
  2. რატომ უფორმებდნენ და თანხმდებოდა საპროცესოს, ე.ი. დამნაშავეა? საპროცესო რას ნიშნავს იცის საზოგადოებამ?

ერთმა ადვოკატმა, ასევე გუშინ, ბერძენიშვილი ჩაძირა, ჩატაევს იცნობდაო. ამანაც რაღაც მთლად სასარგებლო ვერ თქვა.

ისე, გაიკითხ-გამოიკითხეთ ვინ ვინაა, თორემ… დოზებშიც კარგად გაერკვიეთ.

ახლა ისეთი ფონი შექმნეს, თუ ნარკოტიკების საქმეა, წინასწარ უდანაშაულოდ ითვლება.

საინტერესოა, ნარკობარონები და ნარკოსინდიკატები თუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მოძრაოებებს, ჯგუფებს, პარტიებს, მედიას, ენჯეოებს?

მე კი ვიცი, რასაც აკეთებენ, ისე ვსვამ კითხვას, რიტორიკულად.

ასევე საინტერესოა, რატომ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის მთავარი სასაუბრო თემა მარიხუანა, ნარკოპოლიტიკა და ნარკოდამნაშავეთა დაცვა? რა ინტერესია?

არსებული ნარკოპოლიტიკის და კანონმდებლობის შემქნელი პოლიტიკური ძალის ყოფილი წარმომადგენლები რატომ გვახვევენ თავზე ახალ ნარკოპოლიტიკას, როცა რომ ადრე ნულოვან ტოლერანტობას ჩუმად ან ხმამაღლა უჭერდნენ მხარს?

ბნელა?

გირჩებს ტრიბუნას რომ აძლევთ იმ მიდგომის პროპაგანდისთვის “ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას შევუშხაპუნებო”, შვილებზე არ ფიქრობთ? ვერ ხვდებით, რომ დამღუპველი იდეოლოგიის და ნარკომოხმარების რეკლამაში ეხმარებით?

ან ლოგიკა სად გაქვთ? თან ჩემი სხეულიაო, რასაც მინდა ვუზამო, თან პირობები შემიქმენით არ შევიშხაპუნოო. ჰო, აბა, ჩვენს ხარჯზე პირობები უნდა შეგიქმნათ და თქვენ თან ნარკომოხმარების პროპაგანდა აკეთოთ.

ვინ გიშლით პირობებს და მკურნალობას? ძვირადღირებულ ნარკოტიკებს თუ ყიდულობთ, მკურნალობის სახსრებსაც გამონახავთ.

თუ ჩვენგან მკურნალობას ითხოვთ, აღიარეთ, რომ სამკურნალო ხართ და თქვენს წესებს ნუ გვახვევთ.

სასამართლო შედგა და კანცელარიასთან ითხოვთ გამოშვებას? იქნებ სასამართლოს მიმართოთ?

10%-ით რომ ვიყო დარწმუნებული, რომ რეალუზატორი არ იყო ან ჩაუდეს, აუცილებლად მხარდამჭერ პოსტს დავწერდი. მაგრამ, როცა ადვოკატმა საპროცესოს ფაქტი აღიარა, რაღაზე ვსაუბრობთ?

ამავე დროს მიუღებელია ღია მოწოდებები და მუქარები, რომლებსაც მხარდამჭერები აჟღერებენ და მედია ამ მოწოდებების გასახმოვანებლად ტრიბუნას უთმობს ისე, რომ კითხვებიც არ უჩნდებათ.

აგური ესროლეს სასამართლოს შენობას და შუშის ჩასამტვრევად არ მისვრია, უსამართლობას ვესროლეო. იმავე ლოგიკით შეიძლება ხელყუმბარა ესროლოთ.

ყველაზე მეტად მიუღებელია, როცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე, სხვა დეპუტატები მმართველი გუნდიდან კოჭს უგორებენ და ისე საუბრობენ, ოღონდ არავინ გააკრიტიკოს.

ახლა ცდილობენ საპატრიარქოს ამოეფარონ და შეაწმინდონ ხელი. თქვე კარგო ადამიანებო, საპატრიარქომ გითხრათ იქნებ კარგად დაფიქრდეთ, აწონ-დაწონოთ და ისე მიიღოთო, რადგან მერე გვიანი იქნება. რა, გითხრათ თუ მიიღებთ აგურს გესვრითო?

ზემოთ დაწერილი არ ნიშნავს:

  1. ჩადების პრაქტიკის გამართლებას. ჩამდები უნდა დაისაჯოს ორმაგად, ვიდრე ჩადების ფაქტის გამო დაისჯებოდა მოქალაქე. დაეკარგებათ ჩადების სურვილი.
  2. კანოდებლობა უნდა შეიცვალოს, მ.შ. ჩხრეკის შესახებ. უკვე ფეხბურთში ვიდეო დახმარება დაინერგა. თანამედროვე ეპოქაში ჩხრეკისას ვიდეო გადაღება უნდა იყოს აუცილებელი.
  3. ნარკომომხმარებლების ადგილი არაა ციხეში რამდენიმე მიზეზის გამო: შიდსი, ნარკომომხმარებელთა უარესად გამრავლება ზონაში და ა.შ.

თუმცა, ნურც იმას დაამტკიცებს ვინმე, რომ მომხმარებელი თუ არის, არ შეიძლება იყოს ან რეალიზატორი ან სამართალდამრღვევი. პირიქით, მოხმარებას სჭირდება თანხები, რისი საშუალებაც ყველა მომხმარებელს არ აქვს. შესაბამისად… გასაგებია, ხომ?

მაგრამ შენახვის, რეალიზაციის ან სხვა სამართალდარღვევის ფაქტი სათანადოდ უნდა იყოს დამტკიცებული.

ამიტომ, კეთილი ინებეთ და თუ რაიმე აქციებს ატარებთ, ცოტა მშვიდად, მუქარების გარეშე, არ ბნელა.

P.S. გიცქერით და არ შეიძლება “ბახალას” მაგივრად ეს პიროვნება სახელით და გვარით მოიხსენიოთ?”,– წერს სალუქვაძე

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here