Home ახალი ამბები საქართველო ნაცები ქართველებს საჯაროდ გაროზგვას გვიპირებენ

ნაცები ქართველებს საჯაროდ გაროზგვას გვიპირებენ

მწვანე სისხლი, ანუ "რაიხების" ცვენა პოსტსაბჭოთა სივრცეში

558
უკრაინელი ნაციონალისტები

მესამე რაიხისარსში გარკვევა არც ისე ადვილია. რაიხი სახელმწიფოს (იმპერიას) ნიშნავს, მაგრამ რატომ მესამე, საიდან იწყება ათვლა? ვარაუდობენ, რომპირველ რაიხშიგულისხმობდნენ .. წმინდა (საღმრთო) რომის იმპერიას (962-1806 ..), რომელიც გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის სამეფოებისგან შედგებოდა.  მოგვიანებით მას საფრანგეთის ნაწილი,  ჩეხეთი და  სიცილია  შეუერთდა;  “მეორე რაიხშიგერმანიის იმპერიას (1871-1918 ..) გულისხმობდნენ;  მესამე რაიხიკი ჰიტლერული ერმანია იყო, რომელსაც მისტიკის ბურუსში ხვევდნენ დასილამაზისა და ჰარმონიის სამეფოსუწოდებდნენ. “პირველი რაიხიმეფე ოტო დიდმა დააარსა და იგი ანტიკური რომის იმპერიის პირდაპირ გაგრძელებად მიიჩნეოდა. წმინდა რომის იმპერია წარმოდგენილი იყო, როგორც თეზა;  ბისმარკის იმპერია    როგორც ანტითეზა;  ხოლო  “მესამე რაიხი” – როგორც სინთეზი, რომელსაც წარსულისგან უნდა აეღო და შეესისხლხორცებინა  ყველაზე ძლიერი მხარეები.

მიუხედავად მრავალი მისტიკური სისულელისა, რომლებითაც “მესამე რაიხს”  მისი იდეოლოგები ფუთავდნენ და, იმის მიუხედავადაც, რომ მშრომელთა ინტერესებითა და სოციალისტური  იდეალებითაც ნიღბავდნენ, იგი ბურჟუაზიული უთანასწორობისა და უსამართლობის პოლიტიკური ნაყოფი იყო. “მესამე რაიხი” სილამაზესა და ჰარმონიას ქადაგებდა, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს უფრო მახინჯი  სული, ვიდრე ევროპულმა ფაშიზმმა მეოცე საუკუნეში გამოავლინა და გადმოანთხია. საზოგადოდ, ადამიანთა მოდგმის მიმართ არნახული სისასტიკე და წარმოუდგენელი სიძულვილი იყო ამ საშინელი მოვლენის სახეც და  შინაარსიც. კონკრეტულად  კი იგი იყო ინსტრუმენტი ანგლოსაქსური კოალიციის (აშშდიდი ბრიტანეთი) ხელში. მათი მთავარი სამიზნე საბჭოთა კავშირი და რუსი ხალხი იყო. სტალინმა შეძლო ამ კოალიციაში განხეთქილების შეტანა და, როგორც აშშ, ასევე დიდი ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში აიძულა, საბჭოთა კავშირის მოკავშირეებად ქცეულიყვნენ, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ცვლის იმ რეალობას, რომ ფაშიზმი აშშისა და დიდი ბრიტანეთის ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.

ეს მიდგომა დღემდე გრძელდება. საოცარია! აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ყოველთვის დემოკრატიითა და ადამიანის უფლებების დაცვით ოპერირებენ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, პირველ მოკავშირედ ფაშიზმს, ტერორიზმსა  და სატანიზმს ირჩევენ. ამერიკელებმა და ბრიტანელებმა საბჭოთა კავშირი და საბჭოთა სოციალისტური სისტემა იმ დემონად წარმოაჩინეს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა წმინდა საქმედ ჰქონდათ გამოცხადებული. დღეს არც ერთი არსებობს და არც მეორე, მაგრამ არსებობს რუსეთი, რომელიც ისეთივე სამიზნედ იქცა მათთვის, როგორიც მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირი იყო. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირს, თანამედროვე რუსეთსაც ბევრი უტრიალეს დასავლეთის აგენტურით, “მეხუთე კოლონით”, მაგრამ,  რაკი ვერაფერს გახდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფაშიზმის ამოქმედება, ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, “მეოთხე რაიხის” ჩამოყალიბებაა აუცილებელი. საკვირველი ფაქტია, მაგრამ ამ ბინძური საქმისთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი უკრაინაში დაიგულეს.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ბოროტ იდეოლოგიაზე აღმოცენებული სახელმწიფოების კლონირების უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება აქვთ. ანგლოსაქსური იდეოლოგია გულისხმობს ცივილიზაციათა იერარქიას, სადაც საკუთარ თავს განვითარების უმაღლეს საფეხურზე განიხილავს. მე-20 საუკუნეში ფაშისტურმა გერმანიამ  მთლიანად დააკმაყოფილა ანგლოსაქსური მოთხოვნილება ტერორისტ  სახელმწიფოზე, ოღონდ მას შემდეგ, რაც მისი სხეული ბოლომდე იქნა გაჯერებული ამერიკული დოლარებით,  ანუ “მწვანე სისხლით”.  აშშ არამხოლოდ ბანკებითა და ფინანსებით, არამედ მთელი სამრეწველო პოტენციალით ჩაერთო იმ დროისთვის სულთმობრძავ გერმანულ ეკონომიკაში, მისი სამხედრო პოტენციალის მკვეთრ ამაღლებაში. მორგანის საბანკო სისტემიდან გერმანიამ მიიღო 200 მილიონი დოლარი. ეს იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას წარმოადგენდა. მორგანი და როკფელერი –   ისინი იდგნენ ფაშისტური გერმანიის შეიარაღების სათავეებთან. ოდნავ მოგვიანებით ამ საქმეში ჩაერთო ბრიტანელი მულტიმილიონერი ნორმანი, რომელმაც დააფინანსა ჰიტლერის მუშათა და სოციალისტურ იდეალებს ამოფარებული ნაცისტური პარტია, რომელიც 1933 წლიდან ერთადერთ “კანონიერ პარტიად” გამოცხადდა. ე.წ. რაიხსბანკის შეფი, ვინმე შახტი ამერიკაში მოგზაურობიდან ერთმილიარდიანი ქვითრით დაბრუნდა. აი, ვინ იყვნენ ისინი, ვინც კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის საშინელება მოახვია თავს, რომელმაც სამოცდაათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასეთია ამ ბატონების ისტორიული გამოცდილება ფაშისტური იდეოლოგიის  ჩამოყალიბებისა და მისი ამოქმედების  თავზარდამცემ საქმეში.

70-წლიანი დისტანციის შემდეგ დასავლეთს კვლავ დასჭირდა ევროპაში ახალი ჰიტლერისა და ახალი ნაციზმის სტიმულირება. ინკუბატორის როლი ამჯერად უკრაინას დაეკისრა. ევროპის კონტინენტზე გადაჭიმულ ამ უზარმაზარ სახელმწიფოს რუსეთთან ორი ათასკილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, რის გამოც იგი დასავლეთისთვის გაცილებით  ხელსაყრელ პლაცდარმს წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ვიდრე გერმანია წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ჰიტლერის ნაცისტური პარტიის აჩრდილს უკრაინაში “მარჯვენა სექტორი” წარმოადგენს, რომელიც თავიდან  ბოლომდე ამერიკულ, უფრო ზუსტად, დასავლურ დოტაციაზეა. უკრაინის ფაშისტურ მოდერნიზაციაზე ვინ არ მუშაობს, დაწყებული სპეკულანტი სოროსით, დამთავრებული ისეთი ვირტუალური თაღლითით, როგორიცაა ცუკერბერგი.  კოლოსალური ოდენობის დასავლური თანხების მობილიზება მიმდინარეობს არა იმდენად წმინდა სამხედრო საჭიროებისთვის, რამდენადაც საზოგადოებაზე ფსიქიკური და საინფორმაციო ძალადობის განსახორციელებლად.  ფსიქიკაზე ძალადობისა და საინფორმაციო შტურმის შემზარავი  სურათი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, უკრაინაში გაცილებით მაღალ საფეხურზეა აყვანილი. სიცრუე, ძალადობა და ტერორი – აი, რა ინთხევა  ყოველი  საინფორმაციო ჭუჭრუტანიდან უკრაინაში. ნაცისტური იდეოლოგიით ისეა გაჯერებული ყოველი უკრაინელის თავი, რომ თუნდაც ოდნავ განსხვავებული აზრისთვის მისხალი ადგილი არ რჩება. რომ რჩებოდეს კიდეც, განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერი პროდუქტი ელვის სისწრაფით ნადგურდება და გზა მხოლოდ ფაშისტური ხასიათის პროდუქციას ეხსნება მედიაში, კინოში, თეატრში, მუსიკაში, ესტრადაზე თუ სხვაგან. უკრაინაში წარმოუდგენელი მასობრიობით შემოდის ჰიტლერული სვასტიკა, რომელიც, დანერგილი სტერეოტიპის მიხედვით, თურმე სულაც არ არის ისეთი საშინელი მოვლენა და სიმბოლო, როგორც საბჭოთა პროპაგანდა ხატავდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინელები თავიანთ თავს არიელებს უწოდებენ. ესეც მათთვის  “მწვანე სისხლის”  დიდი რაოდენობით გადასხმის პირდაპირი შედეგია. დღევანდელი უკრაინა   “მესამე რაიხის” პირდაპირი მემკვიდრე და გაგრძელებაა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია “მეოთხე რაიხი” ვუწოდოთ იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ის ფაშისტური სიბინძურე, რომლითაც გაჯერებული იყო “მესამე რაიხი”, უდანაკარგოდ არის გადმოტანილი ამ ქვეყანაში. კატასტროფული სურათები ყოველგვარი ძიებისა და სასამართლოს გარეშე ტყვეების მასობრივი დახვრეტისა, ხეებსა და ბოძებზე მიბმული და უკანალმოშიშვლებული ადამიანების (საკუთარი მოქალაქეების) საჯარო გაროზგვის სცენები და მხეცობამდე მისული ათასი სხვა სისასტიკე სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინაში “მეოთხე რაიხი” ჩამოაყალიბა.

ვალერი გრიგალაშვილი

სამწუხაროდ, დასავლეთისმეხუთე კოლონა  საქართველოშიც  ამ მიმართულებით  მუშაობს. ისინი არამხოლოდ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ,  არამედ იმ საშინელი მეთოდების გადმოტანასაც გვპირდებიან, ახლა  უკრაინაში რომ იყენებენ. ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ყოფილმა პროკურორმა (ვინმე გრიგალაშვილმა) განაცხადა, რომ ისეთივე ბოძები, რომლებზეც უკრაინელებმა მათთვის მიუღებელი აზრის მატარებელი ადამიანები მიაბეს და გაროზგეს, მთავრობის დამხობის შემდეგ საქართველოშიც დაგვჭირდებაო.

ასე რომ, უკრაინულ “მეოთხე რაიხზე” საშინელი მოვლენა საქართველოში გვექნება, თუკი დასავლეთი ნაციონალური ხროვის ხელახლა გააქტიურების ვერაგული გეგმის განხორციელებას შეძლებს.

ეს, ალბათ, “მეხუთე რაიხი” იქნება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here