Home ახალი ამბები მსოფლიო „მთელი კიევი გაბრდღვიალებულია, ყვავილებსა და მუსიკაშია, არანაირი კომისარიატი და პოლიცია, კაფეები სავსეა...

„მთელი კიევი გაბრდღვიალებულია, ყვავილებსა და მუსიკაშია, არანაირი კომისარიატი და პოლიცია, კაფეები სავსეა სტუმრებით, ხალხი სეირნობს და მხიარულობს“

მკითხველის წერილი

დედაქალაქელები ყოველთვის სახელმწიფოსგან განცალკევებით ცხოვრობენ… ჩვენმა მეგობარმა ნაცისტების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიევში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, -წერს  ტელეგრამ არხი „Олег Царёв“-ი.

„გუშინ წავედი კიევში. ისეთი განცდა  მაქვს, თითქოს პარალელურ სამყაროში მოვხვდი. მთელი კიევი გაბრღვიალებულია, ყვავილებსა და მუსიკაშია, არანაირი სამხედრო კომისარიატი და  პოლიცია. კაფეები სავსეა სტუმრებით, ხალხი სეირნობს და მხიარულობს. კრეშჩატიკზე ისეთი ხალხმრავლობაა, ვერ გაივლი. შევჩენკოს პარკში არიგებენ  საქველმოქმედო სადილს 100 გრივნად. ჰიდროპარკში არის გართობა და შემწვარი მწვადების კვამლი. ჩერკასკის ოლქის  შემდეგ, სადაც ყოველდღე გზები  დაკრძალვის ყვავილებით არის მოფენილი, სადაც დაღუპულთა დედების, ცოლებისა და შვილების ტირილი ისმის, ისეთი განცდა  მაქვს, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. არის შუქი, ცივი და ცხელი წყალი 24 საათის განმავლობაში,  ბუნებრივი აირიც… როცა მეზობლებს (კიევში) ვუყვები, რაც ხდება პერიფერიაზე, როგორ იჭერენ სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლები  მამაკაცებს, უგრეხენ ხელებს, ცემენ,  ტენიან  მანქანებში და გზავნიან ფრონტზე; როგორ დგანან სოფლებში ტრაქტორები, რადგან  არავინ არის, ვინც მათ აამუშავებს; საერთოდ, როგორი განუკითხაობაა, რომ ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების  დაკრძალვაა,  კიეველები გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ  და ერთადერთი, რაც მესმის, ეს არის: „და ნუ, ნა ხ…ი, პ…დიშ!  წარმოუდგენელია!“ პარალელური სამყაროა, @ლიად. კიევშიც გზავნიან უწყებებს, მაგრამ მანქანაში ჩატენვა და   განუკითხაობა  არ არის.  მე არ მინახავს  გასაწვევი ასაკის ამდენი მამაკაცი, რომლებიც  თავისუფლად დადიან  კიევის ქუჩებში და არაფრის  ეშინიათ,  ჩერკასკში კი მამაკაცის  მაღაზიაში შესვლა შეიძლება  ბოლო იყოს  იძულებითი მობილიზაციის თვალსაზრისით,  სამსახურში მიმავალი კაცები ყოველი შემთხვევისთვის ემშვიდობებიან ოჯახებს, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააკავონ და ფრონტზე გაგზავნონ“.

ასე მკვეთრად კონტრასტული და ასეთი განსხვავებულია უკრაინა ომის თვალსაზრისით. ხელისუფლება ასე  იცავს თავს შესაძლო პროტესტისგან. გადაწყვეტილებებს მთელი ქვეყნისთვის იღებს კიევი და კიევი დაიცვეს ომით გამოწვეული  გაჭირვებისგან, რათა ომი არ შეჩერებულიყო.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@olegtsarov/8568

                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here