Home ახალი ამბები საქართველო მოწინავე ევროპის მოთხოვნით: საქართველოს კინოთეატრებში მამათმავლობის პროპაგანდაზე გეპატიჟებით!

მოწინავე ევროპის მოთხოვნით: საქართველოს კინოთეატრებში მამათმავლობის პროპაგანდაზე გეპატიჟებით!

1310

მამათმავლების მოტრფიალე (ამასაც მოვესწარით!) ქართველმა მათზე `შედევრი~ გადაიღო, რომლის ჩვენებასაც თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში აპირებენ

`არაფერს ახალს არ ვიტყვით, თუ ვახსენებთ იმას, რომ ეკლესია მუდამ წინააღმდეგია რაიმე სახის გარყვნილების პროპაგანდისა. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს ამ შემთხვევაშიც, რადგან ვიცით ამ ფილმის შინაარსი – გეი წყვილზეა ლაპარაკი და ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა~, _ განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც ამ საკითხზე საპატრიარქოს განცხადების გავრცელებას არ გამორიცხავს.

`ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ფილმის `და ჩვენ ვიცეკვეთ~ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. `ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას~ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ `ამირანსა~ და `აპოლოში~ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here