Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია გამოაქვეყნა

მოსკოვმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია გამოაქვეყნა

133

რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია წარმოადგინა. დოკუმენტი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, – წერს rg.ru.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, „ეს არის სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტი“, რომელიც განვითარებაა 2021 წელს დამტკიცებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საგარეო პოლიტიკის დებულებების. „კონცეფციაში  მემკვიდრეობითობის  მაღალი ხარისხია წინა, 2016  წლის ვერსიის მიმართ, იმით, რომ ეხება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, უწინარესად, მის მიზანდასახულობას რუსეთის  განვითარებისთვის ხელსაყრელი გარე პირობების შესაქმნელად, მისი უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად და   ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად,“ – აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, დოკუმენტში „ასახულია საერთაშორისო დაძაბულობის უპრეცედენტო დონე ბოლო ათწლეულის განმავლობაში“,   „აღიარებულია  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საფრთხეების ეგზისტენციალურ ხასიათ, რომელიც შეიქმნა არამეგობრული სახელმწიფოების ქმედებებით“.

„კონცეფციაში ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა უფრო დაბალანსებული და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებზე. მათ შორისაა პოლიცენტრულობა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, განვითარების მოდელის არჩევის უფლების უზრუნველყოფა, მსოფლიოს კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნების დაცვა. მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების ხელშეწყობა განსაზღვრულია, როგორც ჩარჩო ამოცანა საგარეო პოლიტიკის ყველა სფეროსთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რფ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არის თვითმყოფადი  ქვეყანა-ცივილიზაცია, რუსული სამყაროს ბურჯი, მსოფლიო განვითარების ერთ-ერთი სუვერენული ცენტრი, რომელიც  უნიკალურ როლს თამაშობს ძალთა გლობალური ბალანსის შენარჩუნებასა და კაცობრიობის მშვიდობიანი, პროგრესული განვითარების უზრუნველოფაში.  რუსეთი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას დაამყარებს  რუსეთის  მიმართ მათი პოლიტიკიდან გამომდინარე – კონსტრუქციული იქნება ის, ნეიტრალური თუ არამეგობრული. „რუსეთი თავს არ თვლის დასავლეთის მტრად, არ ცდილობს მისგან იზოლაციას, არ აქვს მის მიმართ მტრული ზრახვები, იმედს ამყარებს დასავლეთის მიერ რუსეთთან კონფრონტაციის ამაოების გაცნობიერებაზე, მრავალპოლუსიანი რეალობის მიღებასა და დროთა განმავლობაში  თანასწორობისა და ინტერესების პატივისცემის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთქმედებასთან დაბრუნებაზე“, –  ნათქვამია დოკუმენტში. როგორც დოკუმენტშია აღინიშნული, მოსკოვი მიისწრაფვის  საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო უსაფრთხოებას, კულტურულ-ცივილიზაციური თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ყველა სახელმწიფოს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.

რუსეთს განზრახული აქვს, აქტიურად განავითაროს თანამშრომლობა ყველა სფეროში თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, აღკვეთოს არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების მცდელობები, შეაფერხოს მსგავსი თანამშრომლობა. ამასთანავე, მზად არის, გამოიყენოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავზე ან მოკავშირეებზე შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად და აღსაკვეთად. „დასავლეთის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, რუსეთს  განზრახული აქვს, დაიცვას არსებობისა და თავისუფალი განვითარების თავისი უფლება მის ხელთ არსებული ყველა  საშუალებით“, –  ნათქვამია დოკუმენტში.

21-ე საუკუნეში რუსეთის ფედერაციის ფლაგმან პროექტს ეწოდა „ევრაზიის ტრანსფორმაცია მშვიდობის, სტაბილურობის, ურთიერთნდობის, განვითარებისა და აყვავების ერთიან საერთოკონტინენტურ სივრცედ“. როგორც აღნიშულია, რუსეთი მზადაა, დაამყაროს ურთიერთობები მსოფლიოს ყველა რეგიონის ქვეყნებთან, გააფართოოს თანამშრომლობა ლათინურ ამერიკასთან და წვლილი შეიტანოს აფრიკის, როგორც მსოფლიო განვითარების გამორჩეული და გავლენიანი ცენტრის, შემდგომ განვითარებაში. რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კავშირების ყოვლისმომცველ გაღრმავებასა და კოორდინაციას ძალთა მეგობრულ სუვერენულ ცენტრებთან – ჩინეთსა და ინდოეთთან.

აგრეთვე, გამოთქმულია იმედი, რომ ევროპული ქვეყნები შეძლებენ,  უარი თქვან ანტირუსულ პოლიტიკაზე და გამოიჩინონ მეტი  დამოუკიდებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ეს გავლენას მოახდენს მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. აი, აშშ-ის  მიერ აღებულ კურსს  კი რუსეთი განიხილავს, როგორც „ანტირუსული პოლიტიკის მთავარ წყაროს და რისკებს თავისი უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და კაცობრიობის დაბალანსებული და სამართლიანი განვითარებისთვის”. დოკუმენტში,აგრეთვე,  გამოხატულია რუსეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს შემცირებას არამეგობრული სახელმწიფოების შესაძლებლობებისა, ბოროტად გამოიყენონ თავიანთი მონოპოლია ან დომინანტური პოზიცია მსოფლიო ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში.

მრავალპოლუსიანი სამყაროს რეალობებთან მსოფლიო წესრიგის  ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით, რუსეთს განზრახული აქვს, პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს აშშ-ისა  და სხვა არამეგობრული სახელმწიფოების დომინაციის რუდიმენტების აღმოფხვრას მსოფლიო საქმეებში, პირობების შექმნას იმისთვის, რომ  ნებისმიერმა სახელმწიფომ თქვას უარი  ნეოკოლონიურ და ჰეგემონიურ ამბიციებზე“, – აღნიშნულია კონცეფციაში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://rg.ru/2023/03/31/moskva-obnarodovala-obnovlennuiu-koncepciiu-vneshnej-politiki-rf-o-chem-govoritsia-v-dokumente.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here