ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ალი სალეჰამადამ განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა მემორანდუმს “ბანკთაშორის თანამშრომლობის შესახებ”, _ წერს Russtrat.ru.
სალეჰამადას თქმით, ზუსტდება ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ირანისა და რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული საბანკო ბარათების საკითხი, სამომავლოდ კი მოსკოვი და თეირანი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენებენ SWIFT-ის მსგავს თავიანთ სისტემას.
ლუკა მაიურაძე