თურქეთში, ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ქალმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარის შესახებ პოლიციას ქართველი ქალის შვილმა შეატყობინა, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაცვლილები აღმოაჩინა.