Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ყაველაშვილი – როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების,...

მიხეილ ყაველაშვილი – როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ?

287

როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ? – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ხალხის ძალის” დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა “კრიმინალებს გვასაღებენ მედია მაგნატებად და მედია თავისუფლებისთვის მებრძოლად, ეს, მათივე ტერმინებით რომ ვისაუბროთ, შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში”.

“იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავის გაურკვეველი წესების თამაშით და მოგვიწოდებს, რომ თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, მართლმსაჯულებაზე თვალებს არ დახუჭავ და ა.შ? ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სიმართლე,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here